ყველაზე მაგარი კონცერტი იყო რაც საქართველოში მინახავს, ჯერჯერობით

ბლექსი არენაც ძალიან მომეწონა, მსგავსი კონცერტებისთვის ყველაზე მაგარი ადგილია ულაპარაკოდ
სკორპიონზის წინა ლაივზე სადაც ვიყავი იქ ღია სცენა იყო და ცოტა განსხვავებული უფრო უშუალო სიტუაცია, მაგრამ საუნდით და სხვა ყველაფრით გუშინდელი კონცერტი ბევრად სჯობდა, მიუხედავად იმისა რომ ქართულმა პუბლიკამ ძირითადად 3-4 სიმღერის ტექსტი იცოდა (ისიც მიახლოებით), მთლიანობაში ძალიან მაგარი ლაივი გამოვიდა
კონცერტის ერთი მონაკვეთი გადავიღე მობილურით და დავდებ ცოტა ხანში (სულ პირველი სიმღერაც გადავიღე მაგრამ სიჩქარეში ფოკუსი არ მქონია გასწორებული და გამოსახულება ძალიან ბუნოდოვანი გამოვიდა

)
იმდენი ვიყვირე, ვიმღერე და ვუსტვინე რომ კონცერტის ბოლოს ხმა აღარ მქონდა

ბევრი მსმენელი ძირითადად ბალადებისთვის იყო მოსული და თავიდან რაღაცნაირად ვერ შევიდნენ ჰარდ-როკ სიტუაციაში, მაგრამ Wind of Change-ის მერე აშკარად უფრო დაიქოქა სასტავი, ბოლოსკენ რომ ყველა გავიდა სცენიდან და ხალხს ეგონა დამთავრდაო კონცერტი, მაგარი სტვენა და ყვირილი იყო, არადა 2 ძირითადი ვეში ჯერ კიდევ სამღერი ჰქონდათ Rock you like a hurricane და Still Loving You, არცერთი ამათი კონცერტი არ მთავრდება მაგის გარეშე

მეთქი ეგენი რომ არ იმღერონ სცენაზე ავალ და ვაგინებთქო
This post has been edited by PAINKILLER on 22 Aug 2016, 00:47