ცოტა პროვოკაციულ პოსტს დავწერ. ცოტა ხასიატზე ხომ უნდა მოვიდე

ვერ ვიტან ბითლზებს

აბრალებენ, როკის შემქმნელები არიანო, ამ დროს კი არანაირი ტექნიკა არ აქვთ. მარტივზე მარტივი მელოდიაა და ვსიო. დორსმა თავისი არსებობის 4-5 წელში მიაღწია იმას რაც ამათმა 10 წელში ქნეს. თან არ დაგავიწყდეთ, იმ დროს რადიოში 3 წუთზე მეტი მუსიკას არ ეთმობოდა, ბითლზის მუსიკები სულ 2 წუთ ნახევრიანებია.
მძულს ბითლზი იმიტომ რომ ბევრი სხვა ჯგუფი ჩაძირეს.
სად ჰენდრიქსის ტექნიკა 63 წელში და სად ამათი. იღლიაში ამოჩრილი გიტარებით.
ოთხივე მღეროდა, ეს კი როგორც იცით ძალიან მარტივია, თან რას მღეროდნენ? ობლა დი ობლდა და, ტანანანანა

რომლის ხმა გინდა სხვებისგან გამოარჩიო? პოლ მაკარტნის თუ ლენონის? აქედან რომელს ჰქონდა მორისონზე უკეთესი ხმა, იან გილანზე უკეთესი ხმა ან რობერტ პლანტზე უკეთესი ხმა? აქედან რომელი გიტარისტი ჯობდა ჯიმი პეიჯს ან ჰენდრიქსს. ამათ არაფერი არ შეუქმნიათ, მღეროდნენ როკ ენ როლს და ვსიო. ამათზე მაგარი როკ ენ როლერი იცით ვინც არის - ელვისი
თუმცა არაფერია გასაკვირი, ყველაფერს ყავს მხარდამჭერი. ნარკოტიკი რომ ანადგურებს ყველან იცის, ნარკომანს რომ უთხრა ნარკოტიკი ანადგურებსო, ალბათ მოგკლავს. მაგ პონტში არიან ბითლზის ფანებიც რა

იციან რომ რაღაც მარტივი მუსიკა აქვთ მაგრამ მაინც უსმენენ. არც ერთი სერიოზული და იმპროვიზირებული გადასვლა არ მინახავს მუსიკის დროს

აბა შემედავეთ :* გელით

ოღონდ კორეტულად და ფაქტებით. ისე არა რომ, ვინ იყო ჰენდრისი, ლენონი უკეთ უკრავდა ან მღეროდაო. დადეთ ვიდეო/სურათი რომელიც დაამტკიცებს თქვენს მოსაზრებას. აგერ ჩემი ვიდეო

ამას ვერ რინგო აკეთებდა, ვერც პოლი, ვერც ჯონი და ვერც ჯორჯი

თუ იტყვით იმას რომ ჰენდრიქსს სულ სხვა სტილი ჰქონდა და ამათ სულ სხვაო, მაშინ ბითლზებს ნურც როკის შექმნას აბრალებთ

კი შექმნეს რაღაც მაგრამ არა როკი