Mael Mórdha - Damned When Dead (2013)პირველ რიგში აღსანიშნავია ხარისხიანი Production - ი რაც აშკარად აკლდა ამ ბენდს. რაც მთავარია არ არის დაკარგული "Live Feeling" და ორგანული, ბუნებრივი საუნდი შენარჩუნებულია. სხვათაშორის Primodial - იც იდენტური რეცეპტით წერს ალბუმებს. ეხლა რა ხდება: ერთ ჯერზე წერენ ყველა ინსტრუმენტს, მერე მიქსავენ, რევერბი, EQ და ა.შ. ანუ ყველაფერი ბუნებრივია, რაც უფრო ამძაფრებს "ცოცხალი მუსიკის" შეგრძნებას. ბენდს საკუთარი ხელწერა და სტილისტიკა არ შეუცვლია საერთოდ. ალბუმის ტემპი საშუალოა დუმის მუხტი და სიმძიმე იგრძნობა მაგრამ მოსაბეზრებელი არაა.
დრამი ეგრედწოდებულ "galloping - ჭენება " რიტმებს ინარჩუნებს. ორმაგი ბასიც ლოგიკურად და გემოვნებიანადაა ჩასმული. გიტარის ტონი ძალიან ბუნებრივია, გამოკვეთილად ისმის ყველა ბგერა, მაღლები მოჭრილია რაც მიქსს უფრო აბნელებს და ღრმას ხდის. ფოლკის ელემენტები ვოკალშიც და ზოგადად ჰარმონიაშიც შესამჩნევია. ალაგ-ალაგ ირლანდიური Whistle - სალამურსაც შეხვდებით, ასევე აკუსტიკური გიტარის პასაჟებიც ულამაზესადაა ჩასმული. უმეტესად ორი გიტარა ჰარმონიულად შლის მელოდიას და აკორდებს, ზევიდან ხშირად ადევს მესამე მელოდიური ხაზი tremolo picking - ით.
ზოგადი ალბუმის განწყობა სერიოზული ღრმა და მოღუშულია. ისტორიული მუხტი მოაქ მუსიკას და მე პირადად რატომღაც შოტლანდიურ-ირლანდიური წვიმიანი ლანდშაფტები წარმომიდგება ხოლმე თვალწინ.
ეხლა რაც შეეხება ვოკალს. როიბერდის ქარიზმატული, საომარი შეძახილის სტილის მქონე, თხრობითი ვოკალი საოცრად ლამაზად ზის მიქსში/მუსიკაში. წინა პლანზე არაა წამოწეული; თითქოს შორს მთაზე დგას
და იქიდან წვდება შენს ყურებს. გამორჩეული მელოდიურობა და ინდივიდუალური შესრულების მანერა. ხანდახან გროულინგსაც მიმართავს მაგრამ საერთოდ არ გავს გამოკვეთილ overproduced მოდერნ გროულინგს.
ზოგადად ალბუმი მელოდიურია იმ გაგებით რომ სიმღერას დაიმახსოვრებ და სიამოვნებას მიიღებ. არ არის იმპროვიზირებული ფრაზები. შეკრული, სტრუქტურული და ნაფიქრია ყოველი ნოტი.
სიმღერები ზომაში დიდია. ტრეკი რომ მორჩება ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს წიგნი წაიკითხე. ტექსტი ისმის გამოკვეთილად. მაგრამ ბევრი რამე ვერ გავიგე იმედია ლირიკაც მალე დაიდება.
მე პირადად იმდენად მომეწონა ყველა სიმღერა რომ არ ვიცი რა გამოვარჩიო. იმდენად შეკრულია ალბუმი რომ გადახვევის მოთხოვნილება საერთოდ არ მიჩნდება.
ერთადერთი შუალედური ინსტრუმენტალური ტრეკი ინტრო/აუტროს სტილში A dirge - იყო სუსტი. ვერანაირი მნიშვნელობა და საჭიროება ვერ დავინახე. მოსაბეზრებელი უბრალო, მარტივი 2 წუთიანი ინსტრუმენატლი რომელიც გამზადებს ბოლო ეპიკური მასიური 8 წუთიანი სიმღერისთვის "Damned when dead". ჩემთვის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ალბუმია ამ ჟანრში და საპატიო ადგილიც უჭირავს ჩემს გონებაში. ენერგიით გტენის და ირლანდიის ბნელი ისტორიის მხარეებში გამოგზაურებს წარმართული ატმოსფეროთი მითოლოგიის მცირე დოზით და პირქუში განწყობილებით.
10 / 10 This post has been edited by Lanius on 21 Sep 2013, 22:37
მიმაგრებული სურათი