გიტარისტების შედარება კუტუების შედარებას გავს, ვის უფრო გრძელი აქვს (ამ დროს კი, ქალს ის უფრო ევასება, რომელიც მაგრად დგას და დიდხანს მუშაობს)

არსებობს კარგი გიტარისტები და ცუდი გიტარისტები, კარგებია უამრავი- ათასობით. ცუდი ვარ მე

შეფასებაში, გააჩნია ვის რა მოწონს. ზოგს ტექნიკა, ზოგს ექსპრესია, ზოგს ბგერა, ზოგს ხასიათი.... მე ლიჩნად, დაახლოებით 23 წლის წინ პირველად რომ მოვისმინე, იქიდან მოყოლებული, ვთვლი, რომ ამ კომპოზიციის
პირველი 74 წამი რაც გიტარამ ილაპარაკა, მსგავსი დონის მთელ როკ მუსიკას არ ახსოვს... როგორ ეფერება პეიჯი ბგერებს, თითოეულ ინტონაციას, დინამიკას... მთელი სამყაროა მოქცეული ამ სამოცდათოთხმეტ წამში და უკვე მნიშვნელობა მართლა აღარ აქვს, თუ რაზე გვიმღერებს ვოკალისტი, პეიჯმა გული ამოიღო და წინ დაგვიდო... კაცი, რომლის კლასიკადქცეული სოლოები ხშირად აუწყობელი გიტარითაა ჩაწერილი.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ სფეროში უნდა დამთავრდეს მუსიკა ან გიტარა - იმიტომაცაა ეს ინსტრუმენტი ასე უნიკალური, რომ მისი საშუალებით, ყველანაირი ემოციის გამოხატვა შეიძლება (და თანაც გაცილებით უკეთ, ვიდრე სიტყვებით- არც 23 წლის წინ, არც ახლა, აზრზე არ ვარ რა ტექსტია ამ სიმღერაში

და დარწმუნებული ვარ, ასეა ფანების 80%).
სატრიანის, სტივ ვაის, პეტრუჩის, ჯეფ კოლმანის, ენდი ტიმონსის, დაგ ელდრიხის და კიდევ ბევრის ფანი ვარ იმიტომ, რომ თითოეული ეს ინსტრუმენტალისტი უნიკალური და განუმეორებელია.
სტივ ვაის Tender Surrender:
ნახეთ, რა ჰარმონიაა, და რამდენნაირი ტექნიკით უკრავს ინსტრუმენტზე ერთ კომპოზიციაში! და მერე ვიღაც ვიგინდარა იტყვის, სტივ ვაი სპორცმენიაო

ეს ჰარმონია დადოს ვინმემ, ეს ემოცია გამოხატოს ან ეს ტექნიკა აჩვენოს, ამ სამთაგან ერთერთიც კი საქვეყნო აღიარებას მუტანდა!