ჯოში

(ზედა ვიდეოზე)
უყურე/უსმინე და ისწავლე

აქ რა სუსტი და დაუცველია ჯონი, გული დამეწვა, არა, შეიძლება ვინმემ ეს არაფრად მიიჩნიოს და შემთხვევით, აღტკინებულს მოუვიდაო, თქვას, მით უმეტეს, რომ ჯონმა დაიკიდა, თან მგონი ბოლოს ტონიც მივიდა ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ჯონს ყურადღებაც არ მიუქცევია, მე მაინც გამიზნულად გაკეთებული მგონია, რაღაც დაძაბულობა რომ იყო ენტონისა და ჯონს შორის, აშკარაა, თUმცა აქამდე ერთად როგორ მოვიდნენ, ესეცაა... მიუხედავად იმისა, რომ ენტონი ჩემი ერთაა

ობიექტურობა მოითხოვს, ვიყო სამართლიანი, ნუ, გასაგებია, ფლი და ეგ გადაბმული მეგობრები არიან, კარგა ხანია, ერთად მოდიან და როგორც ტონიტომ თქვა, მისი ტირილი - ჩემი ტირილია, ხოლო ღიმილი - ჩემი ღიმილიო, არ შეიძლება ადამიანის ასე დამცირება, და მსგავსი რამ ფლისთვის არ გაუკეთებია, როგორც ვიცი, თავის წიგნში ამ ფაქტზეც ამბობს რაღაცას, მაგრამ არ მგონია, რომ მთლად გულახდილი იყოს,(თუმცა მგონი შემთხვევითობას მიაწერს) შეიძლება თქვას გულწრფელად, რომ 12 წლის ასაკიდან მამამ ნარკოტიკებს მიაჩვია, რომ გელფრენდიც გაუბახა(ამას მამა ამბობს, წიგნში არის თუ არა ნახსენები, არ ვიცი) მაგრამ რაღაც ურთიერთობების დეტალებს მაინც თავისთვის შეინახავს, მსგავსი წიგნების ბოლომდე არ მჯერა, მაინც სუბიექტურია და თავის მხოლოდ დადებითად წარმოჩენას ემსახურება, აუ, ფანი ვარ-თქო და გავასწორე მიწასთან ჩემი ტონიტო

მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარს ჩაგვრა, მე უფრო ალბათ ასაკს ვაბრალებ, რაღაც მომენტში, - შურსაც(აღარ განვავრცობ, მეზარება, თუმცა მისი და ფლის არჩეული და მოყვანილია ჯგუფში) თავბრუ დაახვია წარმატებამ, მათ შორის გოგოებში... ჰოდა მერე დაღვინდა და ჩამოშორდა ეს თავში ავარდნის მომენტი, მე მინდა, რომ ის იყოს იდეალური და არ ვპატიობ არაფერს! აი, ესაა ჩემი სიყვარულის ფორმულა მის მიმართ

ახლა მსგავსი არაფერი აქვს, არც მაშინ იყო ცუდი, უბრალოდ, ჯონს რაღაცნაირად თითქოს ცუდად ექცევა, ახლა ის იდეალური მამა, კარგი პიროვნება(ამის ამსახველი ვიდეომასალაც მაქვს

ერთ-ერთი,ფანი აუვარდება სცენაზე, ფლის უნდა შემოეხვიოს, დაცვამ წაათრია, ტონი ყვირის ისე, რომ სიმღერას არ წყვეტს; არ ატკინოთო! უკეთილშობილესი ადამიანია, როგორც ყველა ამ ჯგუფში! ფლის ვიდეოს დავდებ ქვემოთ და ნახავთ ჰაიტიზე რეებს ჩადის) და დიდი მუსიკოსია, ამიტომ მიყვარს ის! აუ, ახლა იფიქრებთ, ამ სრულიად უწყინარ ფაქტზე რამდენი წერეო, მაგრამ მაპატიებთ, იმედია

ჰო, რაც შეეხება აქ ჩამოყვანას, არ მინდა, მე წავალ, თუ შევძლებ

აქ თუ ჩამოიყვანეს, დიდი მნიშვნელობა აქვს თანამსმენელებს, ვისაც ფული აქვს (ფასი კი იქნება დიდებული) წამოვა იმისთვის, რომ გაუგია, მაგრები არიანო, ამ შემთხვევაში კი ნამდვილი გულშემატკივრის ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება

უფასოს გააკეთEბენ და სრულიად იმავე შედეგს მივიღებთ, გაუგებარი ხალხი შეიკრიბება ;D გამოსავალია: არ ჩამოიყვანონ

მაპატიეთ და არ მცემოთ ;D თან შეიძლება სცენაზე ასვლამ მომიწიოს :დ და მერე უნდა მოიაროს ყველა არხი და გაფუჭებული მეძახოს ხალხმა და სად შემიძლია ;დ
This post has been edited by kriketi-1985 on 14 Dec 2011, 01:58
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
The minute you settle for less than you deserve, you get even less than you settled for.
Il vaut mieux être à la suite des lions qu'à la tête des renards.