ედი გრეისის ბიუიკს სამი ტყვია აქვს გვერდში
ჩარლი დელ დელაუ ავოკადოს ხეზე ზეის,
მისის სტორმი დანით დაგჭრის,თუ მის მინდორზე გაივი
წამო,ნახევარი კოლოფი ლაქი სტრაიკი მაქვს,
ჯიბეები თხილით ავივსოთ,ბობი გუდმენსონთან წავიდეთ
და სახურავიდან გადმოვხტეთ.
ჰილდა პოკერს თამაშობს გახდაზე,დედამისი კიდე გზის გადაღმაა
ჯოი ნოვინსკი იძახის რო პირში ენა ჩაუდო.
დიკი ფოლკნერს შვეიცარული დანა და რამდენიმე რეზინა აქვს.
ეს ევკალიფტი დაგვალულია,
ქარი დასავლეთიდან უბერავს.
დამაცა რომ თოკით შეგკრა და ჩემ გადაცქვლეფილ მუხლს განახებ.
ფრთხილად დამტვრეულ შუშებთან,ფეხსაცმელები ჩაიცვი და წამომყევი.
წამო,სახანძროს გავყვეთ,
მგონი შენი სახლი იწვის.
მერე მაწანწალების სხადნიაკთან ჩავიდეთ
და გველები ნიშბით დავხოცოთ.
ბებერ ანდერონს ყველა ფანჯარა ჩავუმტვრიოთ,
მაყვალი მოვიპაროთ და მერე სახე გავითხუპნოთ.
დედაჩემის საფულიდან დოლარს მოვიპარავ და
იმ ჩონჩხიან ბეჭედს ვიყიდი,
შეგიძლია ყელზე ძველი ძაფით ჩამოიკიდო
მერე რონი არნოლდს ვაფურთხოთ.
სკოლის ავტობუსს ბორბლები დავუშვათ
ოღონდ ხმა არ ამოიღო!
შენი სავარძლის სპიცებს და კაჭკაჭის ფრთებს ავიღებ
და მხრებზე და ფეხებზე დაგიმაგრებ.
მამაჩემს ხერხს მოვპარავ და ფეხების სამაგრებს გადაგიჭრი
და მერე ერთად დავმარხოთ ყანაში.
გასაღEბი ჯიბეში ჩაიდე
იმ სატვირთო მატარებელს შევახტეთ
.............
მიყვარს ეს სიმღერა.