დისკოგრაფია1973 - Closing Time
1974 - The Heart Of Saturday Night
1975 - Nighthawks At The Diner
1976 - Small Change
1977 - Foreign Affairs
1978 - Blue Valentine
1980 - Heartattack And Vine
1982 - One From The Heart (The Original Motion Picture Soundtrack Of Francis Coppola's Movie)
1983 - Swordfishtrombones
1985 - Rain Dogs
1987 - Frank's Wild Years
1988 - Big Time
1992 - Night On Earth (Original Soundtrack Recording)
1992 - Bone Machine
1993 - The Black Rider
1999 - Mule Variations
2002 - Alice
2002 - Blood Money
2004 - Real Gone
2006 - Orphans: Brawlers, Bawlers & Bastards (3CD)
2008 - Live In Concert
2009 - Glitter and Doom Live (2CD)
2011 - Bad As Me (Deluxe Edition, 2CD)
ტორენტის ტუტორიალიტორენტ ფაილის გადმოწერაოფიციალური საიტიფან საიტიLast.fmimdb.comბიოგრაფია:ტომას ალანი ან "ტომ" უეიტსი(ინგლ. "Thomas Alan "tom" waits, დაბადებული 1949 წლის 7 დეკემბერს) არის ამერიკელი მომღერალი,სიმღერების ავტორი,კომპოზიტორი და მსახიობი.უეიტსი ფლობს თავისებურ, ხრინწიან ხმას ,რომელსაც კრიტიკოსი დანიელ დაჩჰოლმსი ასე აღწერს:"ის თითქოს ბურბონით სავსე კასრში გაჟღინთეს,შემდეგ რამდენიმე თვით შესაბოლ ოთახში დატოვეს და მანქანით გადაუარეს".უეიტსის სავიზიტო ბარათად,ხმის გარდა შესრულების მანერაც ითვლება(სიმღერისა და რეჩიტატივის ნაზავი),სხვა და სხვა ჟანრის ელემენტების გამოყენება,რომლებიც როკ მუსიკის აყვავებამდე გაჩნდნენ(როგორებიც არიან ბლუზი,ჯაზი,კაბარე და ვოდევილი) და ექსპერიმენტები ალტერნატიული როკისა და ინდუსტრიალის მიმართულებითაც კი.
მედიის მსხვილი წარმომადგენლების მხარდაჭერის გარეშეც კი,უეიტს უამრავი თაყვანისმცემელი და მიმდევარი ყავს.
ტომ უეიტსის ზოგიერთი ალბომი სხვა და სხვა ქვეყანაში ოქროს ალბომად აღიარეს.უეიტსი არაერთხელ იყო ნომინირებული მსხვილ მუსიკალურ დაჯილდოვებებზე(მათ შორის ოსკარზეც საუკეთესო საუნდტრეკის ჯილდოზე),მან ორჯერ მიიღო გრემი ალბომებისათვის.
დაიბადა კალიფორნიაში,ქალაქ პომონაში.მამამისი შოტლანდიურ-ირლანდიური წარმომავლობისა იყო,დედამისი კი ნორვეგიელი.
1970–იანები
ტომ უეიტსის კარიერა 1971-ს წელს,21 წლის ასაკში,იმით დაიწყო რომ, ლოს-ანჯელესში გადავიდა და კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდია ესაილამ რექორდსთან და მენეჯერ ჰერბ კოენთან გააფორმა,რომელიც ასევე ფრენკ ზაპის მენეჯერი იყო.
პირველი ალბომი «Closing Time»(1973) მელანქოლიული გამოვიდა,რომელიც ჯაზისაკენ იხრებოდა.მიუხედავად დადებითი შეფასებებისა,უეიტსს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ,სანამ ჯგუფმა The Eagles,რომლებიც მაშინ უეიტსთან ერთად ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში იმყოფებოდა, სიმღერის «Ol' 55–ს» ქოვერ ვერსია არ შეიტანა თავის ალბომში,სახელად «On the Border» (1974).
1970–იანი წლების შუალედში უეიტსის პირველი საკნცერტო ტურნე ჩატარდა.
როგორც მინიმუმ პირველი ალბომის «Closing Time» (1973)–ს გამოსვლიდან,უეტისს მძიმე ცხოვრების მქონე მომღერლის რეპუტაცია დაუმკვიდრდა,ამაში ნაწილობრივ ისეთმა სიმღერებმა შეიტანეს წვლილი,როგორებიც არიან «The Piano Has Been Drinking» («პიანინო დათვრა») და «Bad Liver and a Broken Heart» («განადგურებული ღვიძლი და დამსხვრეული გული»).მათ მსგავსად,ჟღერს უეიტსის 70–იანი წლების პრაქტიკულად ყველა ნაშრომი .
ამ დროს მან რომანტიული ურთიერთობა გააბა რიკი ლი ჯონსთან(ინგ. Rickie Lee Jones), რომელიც,ალბომების «Foreign Affairs» и «Blue Valentine–ს» გარეკანზე გაჩნდა.
70–იანი წლების ბოლოს დაიწყო უეიტსის(როგორც საუნდტრეკების ავტორის) გრძელვადიანი ურთიერთობა რეჟისორ,ფრენსის ფორდ კოპოლასთან.უეიტსის სამსახიობო დებიუტი ფილმ "სამოთხის ქუჩაში"(1978) სილვესტერ სტალონესათნ ერთად შედგა.
70–იანი წლების ბოლოსა და 80–იანების დასაწყისში ტომ უეტსის მუსიკაში იხშირა რითმ–ენდ–ბლუზისა და როკის ელემენტებმა,ასევე ბალადებმა.
1980–იანები
1980 წლის აგვისტოში უეიტსი კეტლინ ბრენენზე დაქორწინა (ინგლ.Kathleen Brenan),რომელიც შემდეგ ის უეიტსის სიმღერების თანა ავტორი გახდა.უეიტსს არაერთხელ აღუნიშნავს კეტრინის გავლენა მის ხელოვნებაში.
80–იენების დასაწყისში ის ხმის ჩამწერ სტუდია Asylum Records–დან Island Records–ში გადავიდა,სადაც ალბომი "Swordfishtrombones"(1983) გამოუშვა,ეს ალბომი მის მუსიკალურ მოღვაწეობაში შემობრუნებად იქცა. "Swordfishtrombones- შესამჩნევად განსხვავდებოდა იმ დროისათვის პოპულარული მუსიკისაგან,აქ იყო გაბედული ექსპერიმენტები როგორც ინსტრუმენტებში ასევე ხმაშიც,ნაკლებად იყო გამოყენებული სიმებიანი საკრავები და პიანინო.ასეთივე სტილში იყო შემდეგი ალბომები "Rain Dogs"(1985) და "Franks Wild Years"(1987)."Rain Dog-დან" მოყოლებული ზოგიერთი სიმღერის ჩაწერაში,The Rolling Stonese-ს გიტარისტი,კერ რიჩარდში იღებდა მონაწილეობას.
უეიტსმა,რომელიც მანამდე გიტარაზე და პიანინოზე უკრავდა,ამ ინსტრუმენტების მოწყენა დაიწყო."თითები ძაღლებს გვანან,რომლებიც იმავე ადგილზე ბრუნდებიან,სადაც უკვე იყვნენ.უნდა გაფრთხილდე,როცა დაკვრა თავში წყდება და თითებში გადადის.თითებს უნდა დაავიწყო ჩვევები,თორემ მუსიკალური კვლევა დამთავრდება და უბრალოდ სტანდარტული,სასიამოვნო მუსიკის დაკვრა დაიწყება.ვცდილობ,უცნობ ინსტრუმენტებზე დაკვრით,როგორებიცაა ფაგოტი და ვოტერპოუნი,ჩვევები დავივიწყო."
მას შემდეგ უეიტსი ალბომებისათვის ინსტრუმენტებსა და ორკესტრირებას საკმაოდ ეკლექტიკურად არჩევდა.უეიტსმა მათ «Junkyard Orchestra». შეარქვა.
1980–იან წლებში ტომ უეიტსმა მონაწილეობა მიიღო უამრავ ეპიზოდურ როლში და მთავარ როლში,ჯიმ ჯარმუშის "კაკონგარეშეში",რომლის საუნტრეკებში რამდენიმე მისი სიმღერაცაა შესული.ამ ფილმის შემდეგ,მან არაერთხელ იმუშავა ჯარმუშთან,მაგალითად,როგორც მსახიობმა ფილმში "ყავა და სიგარეტი"(ეპიზოდი "სადღაც კალიფორნიაში" – იგგი პოპომთან ერთად) და როგორც მუსიკის ავტორმა ფილმში "ღამე დედამიწაზე"(1991).
უეიტსი რამდენიმე თეატრალურ დადგმაშიც მონაწილეობდა.
1990–იანები
ტომ უეიტსი გამოჩნდა ჯგუბი Primus–ს ალბომში "Sailing the Seas of Cheese"(1991),("კატა ტომის" ხმის შემსრულებელი),რამაც მას პოპულარობა მოუპოვა ალერნატიული როკის მოყვარულებში,და დასაბამი დაუდო ამ ჯგუფთან და მის ლიდერ – ლეს ქლეიფულთან ურთიერთობას.
1992 წელს გამოვიდა მიდი ალბომი "Bone Machine", რომელშიც დომინირებდა პერკუსია და გიტარა.ალბომმა გრემი აიღო,საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში.
ალბომი "The Black Rider"(1993) უეიტსის რეჟირორ რობერტ უილსონითან და მწერალ უილიამ ბორუსთან თანამშრომლობის შედეგი იყო.
უეიტსმა კიდევ ერთი გრემის პრემია მიიღო ალბომისათვის "Mule Variantions"(1999).ეს მისი პირველი ალბომი იყო ხმის ჩამწერ სტურია Anti records-ში.ამერიკის ალბომების ჩარტებში "Mule Variations–ს" საუკეთესო შედეგი ჰქონდა უეიტსისა ნაშრომებიდან,რომელმაც 30–ე ადგილი დაიკავა.
2000–იანი წლები
2002 წელს ერთდროულად გამოვიდა ორი ალბომი "Alice" და "Blood Money",რომლებიც დაფუძნებულია უეიტსის და რობერ უილსონის თეატრალურ ნაშრომებზე.
ალბომი "Real Gone" გამოვიდა 2004 წელს.ხმა უფრო წმინდა გახდა,ვიდრე მაგალითად "Bone Machine–ში",პირველად უეიტსის ალბომში პრაქტიკულად აღარ იყო პიანინო და პირველად დაწერა ღიად პოლიტიკური სიმღერები.საბოლოოდ ანტისამხედრო სიმღერა "The Day After Tomorrow"–ზე უეიტსმა განაცხადა რომ,ეს ელიპტიკური სიმღერა პროტესტია ირანში შეჭრის საწინააღმდეგოდ.
2006 წლის ნოემბერში გამოვიდა სამმაგი ალბომი :Orphans:Brawelers,Bawlers & Bastards" - ბოქს სეტი რომელიც სამი დისკისაგან შედგებოდა,54 კომპოზიციით,მათ შორის,იშვიათი,ადრეული გამოუქვეყნებული ნამუშევრები (outtakes) და ახალი სიმღერები.
ამჟამად(2006) უეიტსი ცოლთან,კეტლინ ბრენენთან და სამ შვილთან ერთად სონომის ოლქში,კალიფორნიაში ცხოვრობს.
ტომ უეიტსი ახალ მიუზიკლზე მუშაობს,რომლის წარმოდგენასაც 2001 წელს პარიზში აპირებს.ამ პროექტზე ასევე უეიტსის მუდმივი თანაავტორი რობერტ უილსონია დაკავებული,ასევე სცენარისტი მარტინ მაკდონაჰი,რომელიც ცნობიალია,ფილმიდან "ბრიუგეში".
2011 წლის 23 აგვისტოს,მთლიანად სტუდიური ალბომის "Real Gones-ს: გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ გამოვიდა უეიტსის ახალი სიმღერა,სახელწოდებით "Bad As Me".იმავე სახელის მქონე ალბომის გამოსვლა 25 ოქტომბერს იგეგმება
თარგმანი:
გიორგი გულუაშვილი A.K.A.
narmonanaპ.ს დავიტოვეთ რა უფლება ამ პოსტიდან გამომდინარე
Tom Waits (post #26624675) და გავხსენი ახალი თემა