არ ხსნიან იმიტომ რომ ლოს ანჯელესის პოლიცია და FBI არის ერთმანეთში ადღვებილი 2pac-ის მკვლელობაში.
2pac-ის მკვლელობა რომ გახსნან ფაქტიურად ჯაჭვური რეაქცია მოყვება ამას და ისეთი წმენდა უნდა ჩატარდეს LAPD-ში რომ კაროჩეეეე.....
Death Row-ს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პიროვნება Reggie Wright Jr. გაგეგებათ ამის სახელი, მკვლელობის ორგანიზებაში მთავარი ბრალდებული, ძაღლია, undercover აგენტი იყო სავარაუდოდ, დაცვის ბიჭებიდან ზოგი FBI-ში მუშაობდა, ზოგი LAPD-ში, არა და ამ დროს Death Row-ში იყვნენ. Death Row კიდევ ეჭვმიტანილია ნარკობიზნესში და იარაღის ბიზნესში. ასევე შუგ ნაითი Bloods-ის წევრია, ანუ განგსტერია. Bloods-ი ერთ ერთი ყველაზე სასტიკი და უმოწყალო განგსტერული ორგანიზაციაა ლოსანჯელესში, რომლებიც გარეული არიან უამრავ კრიმინალში.
იქ ეგრეა, ვინაა ძაღლი, ვინაა განგსტერი და ვინაა FBI ვერ გაიგებ. ისე არიან ერთმანეთში ათქვეფილები რომ თვითონაც არ იციან ვისკენ არიან ზოგმა ცრამაგმა აგენტებმა. ასე შეაგზავნიან ხოლმე ძაღლობიდან განგსტერებში ვინმეს, მერე იქ ამას დაწვავენ და მოკვლით დაემუქრებიან თუ ამათკენ არ გადმოვა საიდუმლოდ, მერე ნახევრად ძაღლი ნახევრად განგსტერი ხდება, იქაც იძლევა - აქაც... და კაროჩე ესე მართავენ იქ ქუჩებს. თუ რაღაცა სასწაული მოხდა და მაგრად აირია სიტუაცია, FBI ერევა და მერე აგზავნიან სპეცნაზს და ადედისღრძილებენ ყველას დაუფიქრებლად ვინც მოსაშორებელია.
არ გამოიძიებენ 2pac-ის საქმეს. თუმცა ყველამ იცის, მიდიოდა Death Row-დან და თან მიქონდა აბსოლუტურად ყველა ჩანაწერი რაც ამ სტუდიაში ქონდა გაკეთებული და ამ ჩანაწერებში შედიოდა MAKAVELI: Don Killuminati the 7 Day Theory, რომელიც 4 მილიონი კოპიო გაიყიდა, ასევე სავარაუდოდ Until The End Of Time-ში შესული მრავალი ტრეკი და Still I Rise და სხვა გამოუსვლელი ტრეკები. რამდენ მილიონ დოლარზე ავდივართ? მარტო MAKAVELI-ს ალბომი 80 მილიონს უკაკუნებს.
2pac-ს კიდევ უნდოდა საკუთარი სტუდიის გახსნა და Death Row-დან უნდოდა ტრეკების ყიდვა, ანუ ინტელექტუალური საკუთრების (მუსიკის), რომლითაც მერე თავის მუსიკას ააწყობდა. რაც ფაქტიურად სტუდიის ყიდვაა. Death Row-ს Interscope-დან ქონდა თავისი ინტელექტუალური ბაზა და 2pac-ს უარს ეუბნებოდა შუგი იმ მიზეზით რომ უფლება არ ქონდა ინტერსკოუპის გარეშე ამ სემპლების გაყიდვის.
მოკლედ კაი ფარული კონფლიქტი ქონდათ. 2pac-ის არ მოშორებით შუგი ასობით მილიონებს კარგავდა და თან იჩენდა ძალიან სერიოზულ ბიზნეს კონკურენტს რომლის ელემენტარული Death Row-დან წასვლა უკვე დიდ ზარალს მიაყენებდა სტუდიას, არა თუ ახალი სტუდიის დაარსება.
ხოდა ძმაო კომპანიას საფრთხე ემუქრებოდა, რა უნდა ექნა ?

შუგი Notorious BIG მკვლელობაშიცაა ეჭვმიტანილი. ყველა კვალი ბოლომდე რომ აებნიათ BIG-იც მიაყოლეს რომ East VS West ომის პონტი გაეპიარებინა მედიას და ნამდვილი მიზეზი არ გამოაშკარავებულიყო.
აი ეს საინტერესო დოკუმენტური ფილმია (ბოლოში ძაან გაჯაზებულია უბრალოდ, ზოგადად სისტემაზეა მერე, არც მიყურებია ბოლოსკენ)
1) ამ ვიდეოშია ციხეში დაკითხული პატიმარი რომელიც ყვება შუგ ნაითის შეხვედრაზე ძაღლებთან და სხვა დეტალებს
2) აქვეა ვინმე "ჰაკი"-სთან ინტერვიუ, რომელიც FBI-ის Undercover აგენტი იყო და ყვება რომ FBI-ს მანქანები უკან მიყვებოდა 2pac-ს როცა ის მოკლეს. ჰაკი FBI-მ გადააგდო, დაპირებული დაწინაურება არათუ არ მისცეს, პირიქით ციხეში ჩასვეს.
ჰაკი მოწმე იყო შუგის და თუფაქის დაპირისპირების ფულის გამო. თუფაქის მოკვლამდე შუგს 10 მილიონი დოლარი ქონდა თუფაქის ვალი.
შეკითხვაზე იყო თუ არა შუგის დაგეგმილი 2pac-ის მკვლელობა, ყოფილი ფებეერშიკი ჰაკი პასუხობს, რომ იცის უბრალოდ რომ თუფაქი ტოვებდა სტუდიას და შუგს რაღაც კავშირი უნდა ქონდეს მის მკვლელობასთან. ასევე ამბობს რომ თუფაქის და ბიგის მკვლელობა დაკავშირებულია და რომ ორივე მკლველობა ერთი ხელითაა ჩადენილი და რომ ეს ხელი Death Row-შია.
ბიგის მკვლელობის მიზეზად ასახელებს კვალის აბნევას, რომ ხალხს ეფიქრა East vs West ამბავი იყო და არა რამე სხვა.
3) აქვე ნაჩვენებია შუგ ნაითი შეკითხვაზე თუფაქის მკვლელი რო იცოდეს თუ დაასახელებდა, პასუხობს: არა. იმიტომ რომ ეს მისი საქმე არაა.
4) ამ ვიდეოშივეა BIG-ის მკვლელის ამოცნობა მოწმის მიერ.
მოკლედ ნახეთ.
ესეც საინტერესო ფილმია, მარა ძირითადად ქრონიკა:
ესეც ბონუსად 2pac-ის ციხის ინტერვიუ
http://www.youtube.com/watch?v=9vxcHI1QD88...ture=plpp_video
Здесь Джими и Харон модерируют так как старики ебутся.
forum.ge-ზე ყ.ლე ფორუმის დედას შ.ევეცი