meragur
მოგესალმებით პროგრეს როკის მოყვარულებო, როგორც იქნა დავასრულე დიდი, ერთ თვიანი ვოიაჟი ამ უნიკალური მიმართულების სამყაროში და მერაგურის წყალობით მოვისმინე 147 ალბომი .... ყველა უნიკალურია და ძალიან გამიჭირდა გამორჩევა რომელიმე ალბომისა და მითუმეტეს რამდენიმე ნაწარმოების კონკრეტული ბენდის რეპერტუარიდან.
მინდა გამოვყო DAVE GREENSLADE, U.K., THE FACEDANCERS, COLOSSEUM, CAROL OF HARVEST, JANE, VALHALLA, MOGUL TRASH, FUZZY DUCK, STILL LIFE, MANDALABAND, RARE BIRD, ANDWELLA, PAVLOV"S DOG, TRIUMVIRAT, MACHIAVEl, ასევე PRUFROCK ---რომელიც სხვათაშორის პროგრეს როკის პიონერად ჩAვთვალე, ალბომი VISIONS 1967 წელი, თუ რატომ ამას მომავალში ვეცდები, რომ დავადასტურო, თქვენთან ერთად .............. ასევე DON SHIN - იც ერთ ერთ პიონერად მიმაჩნია, თუმცა მასში პროგრესი ჯაზურად უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილი როკ ფუჟენი ......
შემდეგ HELMUT TEUBNER, RICK VAN DER LIDEN, JEFERSSON AIRPLANE, CAMEL ....

მოკლედ მაგარი ნასიამოვნები ვარ, ისეთივე შთაბეჭდილებების ქვეშ, როგორც დიდებული წიგნის კითხვისას, თან ძველი სუნის გარემოში ...................
ამის მერე გზა და გზა ჩემი აღმოჩენილებიც მინდა შემოგთავაზოთ, მოკლე ანოტაციითა და იუთუბის ლინკით ........
მინდა დავიწყო STREET MARK-ით, რომელიც გერმანული კრაუტროკის ერთ ერთი წარმომადგენელია (საერთოდ ამ ერთმა თვემ გერმანელებზე კიდევ ეთხელ გამიმყარა ჩემი დადებითი წარმოდგენა, მთელი კრაუტროკის ისეთივე გავლენიანი და დიდებულია, როგორც მთლიანად გერმანიის გავლენა ზოგადად ევროპის კულტურასა და ცივილიზაციაზე ...........
ბენდი დაარსდა 1968 წელს ქალაქ დიუსელდორფში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დოროთეა რაუკესი, როდესაც შეხვდა ძმებ თომას და ბერნდ შეიბერებს, კლასიკური მუსიკის შესწავლისას. დასაწყისში ბენდი ძირითადად ბიტლზებისა და ჯონ მეიალის, ასევე დიიპ პარპლის ქავერებს ასრულებდა. ამ წლებში ისინი უარს ამბობდნენ საკუთარ ჩანაწერებზე. თუმცაღა მალევე მათ თავიანთი ნახევრად დამოუკიდებელი სტილი გაკვალეს დოროთეასა და თომასის კომპოზიციებით, ნახევრად დამოუკიდებელი ვინაიდან ძალიან მაინც ძლიერად იგრძნობოდა პროკოლ ჰარუმის, ფოკუსისა და ელპის გავლენა. საბოლოოდ 1975 წელს მათ ჩაწერეს დამოუკიდებელი ალბომი "Nordland" .... ალბომი უბრწყინვალესი გამოვიდა, ბენდიც საჯარო საკონცერტო გამოსვლებზე ცოცხალი შესრულებებით დაკავდა. 1977 წელს მათ გამოუშვეს მეორე ალბომი "Eileen", ვოლფგან რიეხმანის ვოკალით, რომელიც მანამდე სოლო კარიერით იყო დაკავებული. თუმცაღა ის ტრაგიკულად იქნა მოკლული - 1978 წელს. 1979 წელს Eileen ხელახალი გამოშვება მოხდა. ამჯერად სათაურით "Wolfgang Riechmann and Streetmark" .... მოგვიანებით ალბომის დასახელება ჩანაცვლდა სახელით Dreams, სწორედ ამ ალბომის ერთ ერთი სიმღერით LOVERS მოხდა თქვენი მონა მორჩილის მიერ ბენდის აღმოჩენა და შეყვარება. ჯგუფმა ბოლო ალბომი გამოუშვა 1981 წელს "Sky Racer", თუმცაღა პოპ კატეგორიასაა მიკუთვებული.
ეს კი პირველი საავტორო ალბომი
die Bandmitglieder häufig
http://de.wikipedia.org/wiki/Streetmark This post has been edited by ke-isari on 8 Mar 2013, 15:09