#44120865 · 23 Mar 2015, 16:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ემინემი კაი როჟაა მარა ეხლანდელ სიმღერებზე ბოდიშით და გული მერევა რა ადრე უფრო კაი იყო ვიდრე ეხლა ზოგი 2Pac's ადარებს მაგრამ ბოდიშით და 2Pac_თან არავინ ახლოს არ დაუდგება არც ერთი რეპერი მითუმეტეს ემინემი და არა როგორც რეპერი,როგორც პიროვნებაზეც კი
|
ემინემი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ბიტზე "მიარენეგეიდებს" პაკს(ისევე როგორც ჯეიზის დამართა მიუხედავად იმისა რომ ტექნიკურად ჯეი გაცილებით მაგარია ვიდრე პაკი) ფრისტაილშიც დის სიმღერებშიც დუეტშიც სთორითელინგშიც რითმებშიც მეინსთრიმ ეფიალშიც კი და საერთოდ ყველა ასპექტში, ემი ძალიან წინაა არც ღირს შედარება თან იმდენი რეპერია მაგათ შორის ჯერ პაკი რომელიმე ვუ-ტანგის წევრს დაეტოლოს და მერე დაატოლეთ ემს
ერთადერთი რაც პაკს გამოარჩევს ეგ არის თემები რომელიც შავკანიანთა საზოგადოებისთვის ყოველთვის მტკივნეული იყო(დღესაც არის) ემინემი არ არის მაგ ტიპის არტისტი უბრალოდ, დიდად არც აინტერესებს სოციო-პოლიტიკური მოძრაობები
| QUOTE | | ემინემიც ეხლაც კი ოცნებობს მაგასთან დუეტში გარეპოს |
ხო აი ღამეები არ ძინავს მაგის ფიქრით ზის და განიცდის ალბათ "170 მილიონი ალბომი გავყიდე, მაგრამ აი პაკთან დუეტის ჩაუწერლობას ცხოვრების ბოლომდე ვერ ვაპატიებ ჩემ თავსო"
| QUOTE | | მიქსიც კი გააკეთა One Day At Time |
მარტო ეს მიქსი არ გაუკეთებია პაკის მატერიალზე მისი სიკვდილის მერე ყველაზე აქტიურად ემი მუშაობდა, იმდენი რემიქსი აქვს გაკეთებული დათვლაც გაჭირდება ალბათ და პაკის ყველაზე წარმატებული ალბომი(მისი სიკვდილის შემდგომ გამოსულებიდან) Loyal To The Game(Ghetto gospel რომელშიც შედის) საერთოდ ემის გაკეთებულია(მან დაამუშავა,შეკრა, დააპროდუსირა და გამოუშვა)
| QUOTE | | ბოლომდე ნახეთ ეგ ვიდეო და მიხვდებით მოკლედ ყველაფერს |
და მაგ ვიდეოში რა არის ეგეთი განსაკუთრებული? რეპერები ყოველთვის განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებენ მკვდარ რეპერებს, პაკი და ბიგი საერთოდ ისეთი ვითარებაში დაიღუპნენ("გმირულად" აღიქმება ბევრისთვის lol) რომ ცამდე აყავთ ქებით თან ეგ ვიდეო პაკის დოკუმენტური ფილმიდანაა და სხვა რა უნდა ეთქვა?! პაკი იყო ემინემის ინსპირაცია ისევე როგორც Run-D.M.C, LL Cool J, N.W.A, Beastie Boys, Naughty By Nature და სხვები ყველასგან რაღაცეები აიღო და არაერთხელ გამოუხატავს მადლიერება თუმცა თვითონ ეს ყველაფერი სულ სხვა დონეზე აიყვანა, იმდენად მაღლა რომ შავებს მოწონთ მაგრამ მაინც არ აღიარებენ საკმარისად რადგან თეთრია(რომ მოწონთ მაგაზე გაყიდვების რაოდენობა მეტყველებს) მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლია ეს ნახო და მიხვდები რომ მარტო პაკის ფანბოი არ არის
|