უფრო სწორი იქნებოდა რომ გეთქვა მეინსტრიმ სცენაზე მყოფი არტისტები არ მომწონსო
ისე ძალიან ბევრნი არიან ლირიკული ტიპები რომლებიც სკმაოდ ჭკვიანურ სიმღერებს დებენ
ვაბშე დღევანდელი ერა ყველაზე მრავალფეროვანია მაგ მხრივ, სულ სხვადასხვა ტიპები ხდებიან MCები, თუ ადრე მაინცდამაინც გენგსტა უნდა ყოფილიყავი ან ქუჩიდან წამოსული დღეს უკვე ყველა რეპავს და შესაბამისად უფრო მეტი საინტერესო ტალანტი მოიძებნება(ამაში ემის დამსახურებაც დიდია და კიდევ ქანიესი)
ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და ჩემს ფავორიტებზე მოგახსენებ დღეს ვინც აქტიურად ქმნის მუსიკას:
Kendrick Lamar - ეს ერთადერთია მგონი რომელიც მეინსტრიმ არტისტებიდან მომწონს, გენიოსია ეგ ბიჭი, 2 instant classic ალბომი აქვს უკვე და ერთიც ძალიამ მაგარი ალბომი
Run The Jewels - კილერ მაიკის და ელ-პის დუო, ესენი ჯერ კიდევ 90იანებიდან მოდიან და ხშირად მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდათ ზოგადად ჰიპ-ჰოპის ჟღერადობაზე
Royce da 5"9 - ამას წარდგენა არ ჭირდება მგონი, ემინემი თუ იცი ესეც უნდა იცოდე რამდენად მაგარია, ერთერთი იშვიათთაგანი რომელსაც შეუძლია ემინემთან დუეტი ჩაწეროს და არ ჩამორჩებოდეს
Elzhi - დეტრიოტელია, როისის პროტეჟე მგონი, ილმატიკის რემიქსი გააკეთა, მთლიანი ალბომის და იმდენად მაგარი გამოუვიდა ზოგი ორიგინალსაც ადრის, მეორე ალბომიც მაგაზე მაგარია
Locksmith - ეს ვაბშე ირანელი ტიპია

და ცოტათი დაკრავს კიდევაც აქცენტი მაგრამ ლირიკულად მონსტრია, ჭამს და ხრავს ყველაფერს
King Los - რეპერი და პროდუსერი, რომელიც რეალურად კენდრიკს არ ჩამოუვარდება ლირიკულობით მაგრამ არ აფასებენ რადგან მთელი ინტერსკოპის მანქანა არ უმაგრებს ზურგს, ერთი მინუსი აქვს რომ ზოგჯერ მეინსტრიმ მუსიკას რომ მოერგოს და ალბომები გაყიდოს, ზოგს დრეიკისნაირს უშვებს
Black Milk - ესეც დეტრიოტელია და როგორც ელზაი ასევე ჰგავს როისს, თუმცა თავისი გამორჩეულის სტილი აქვს
Logic - ამას ახსნა არ ჭირდება ვინაა და რატომაა მაგარი
Big K.R.I.T - საუკეთესო სამხრეთელი რეპერი აუტკასტის და ქილერ მაიკის მერე, სუპერ კრეატიული ტიპი, თან რაც უფრო მნიშვნელოვანია ემოცია და სამხრეთულიმ ტემპერამენტი არ აკლია, ამავდროულად ძალიან ჭკვიანიცაა
J.cole - ამაზე დიდად არ ვგიჟდები მაგრამ ზოგჯერ გასაოცარი გამონათებები აქვს, მაგალითად Lost Ones ალბათ ერთერთი საუკეთესო კონცეპტუალური სიმღერაა რაც კი მომისმენია
კიდევ ბევრნი არიან რომლებიც არ მახსენდებიან
მოკლედ საერთო ჯამში ძალიან მაგარ ჰიპ-ჰოპის ეპოქაში ვართ
ერთ მხარეს არიან ვეტერანები რომლებიც დღემდე ტრადიციულ სტილში აგრძელებენ ძალიან მაგარი მუსიკის შექმნას მაგალითად Slaughterhouse, Tech n9ne, R.A the rugged man, Pharaohe Monch და სხვები
ასევე სხვები რომლებმაც ექპერიმენტალური ჰიპ ჰოპი განავითარეს: Death Grips, Shabazz Palaces, Clipping. და ა.შ
ახალგაზრდა ნერდების ჯგუფი რომლებიც უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ათას სისულელეზე ლაპარაკობენ მაგრამ საინტერესოდ ფუთავენ, Odd Future სასტავს ვგულისხმობ
Yelawolfმა საერთოდ ქანთრი და ჰიპ-ჰოპი შეურწყა ერთმანეთს რაც 20 წლის წინ რომ გეცადა ალბათ ცოცხლად დაგწვავდნენ
შეიძლება ამ თაობაში, რაკიმის დონის არავინაა ან კეროესვანის, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ კარგი მუსიკა არ კეთდება, უბრალოდ უნდა იცოდე სად ეძებო და საძებარი საშუალებებიდან რადიოს გამოყენებაა დიდი შეცდომა