რა თქმა უნდა, ღირს. მთელმა რეპ სამყარომ (ცნობილმა ძველმა და ახალმა რეპერებმა თუ პროდიუსერებმა) ემინემი ერთ-ერთ ლეგენდარულად უკვე Recovery-ს გამოსვლისას მიიჩნიეს და აღიარეს. მითუმეტეს სხვა ალბომებსაც თუ უსმენდი, მემგონი ცვლილება დაგაინტერესებს, როგორ არიან შეიდი ემინემი და მარშალი (როგორც თვითონ თქვა) ერთმანეთში არეული.
Relapse არის რითმული მწვერვალი, ასეთი ხასიათის ალბომი არ შექმნილა და ვერც შეიქმნება. სიმღერებს: Stay wide awake და same song & dance - საერთოდ განსხვავებული შეგრძნებები მოაქვს. განსხვავებული არა მარტო რეპმუსიკისგან, არამედ საერთოდ მუსიკისგან. თითქოს ერთგვარ ტრანსში გაგდებს. Underground - არის ემინემის, როგორც არტისტის ფორმულა - კონცეფცია რომ ყველაფერი ცუდადაა, ყველაფერი ნაგავია და მთელი ეს ნეგატივი წარმოადგენს ენერგიისა და სიცოცხლის წყაროს. სიმღერის ბოლოში, როგორც ადრე, თავის თავს თვითონვე დასცინის

)) INSANE - კლასიკური Slim Shady, პირველი მემგონი ამით უნდა იწყებოდეს ალბომი. პირველივე სტრიქონი სახეში სილის გაწნასავითაა. მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები ვართ ემინემისგან უამრავ სიგიჟეს, ამ სიმღერით თავის თავს გადაახტა.
Relapse: Refill - რა სიმღერებიც აქაა, მათი გამოტოვება ნამდვილად არ შეიძლებოდა. საუკეთესოა Music Box - კლასიკური, ოდნავ ექსპერიმენტული ბითი დრესგან და საუკეთესო სიმღერა ხალხის კვლასა და დანაწევრებაზე. ასე კი უაზროდ და დებილობად ჟღერს, მაგრამ მარშალი ისეთი პოეტურობითა და მომხიბვლელობით გადმოგვცემს ამ ყველაფერს, თითქოს ყვავილებს აგროვებდეს მინდორში. ჩემი აზრით 3 AM-ის მაგივრად, ეს რომ ყოფილიყო სინგლი უკეთესი იქნებოდა, ჩვეულებრივი აუდიტორიისთვის უფრო მარტივი მოსასმენია.
Recovery - თუ გგონია რომ ეს იქნება MMLP ან Eminem Show და მსგავსი შეგრძნებები გინდა გაგიჩნდეს - მაშინ არ ჩართო. ეს სრულიად ახალი სამყაროა ემინემისგან. Recovery-დან იწყება ემინემის რეპ-როკ ანათემა. რეპმუსიკის ინსტრუმენტალების ექსპერიმენტია, რამდენად გამოდგებოდა გიტარის, დრამისა და როკ მუსიკისთვის დამახასიათებელი იელემენტები ბითისთვის. ჩემი აზრით ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა, რადგანაც ამის შემდეგ სხვა პროდიუსერებმაც სცადეს მსგავსი რამ. მთელი ალბომი მარშალის გულახდილობითა და ემოციებითაა გაჯერებული. აქა-იქ არის შავი იუმორი და ხუმრობები, მაგრამ მაინც ნაკლებად. მითუმეტეს ემინემის იმიჯიდან გამომდინარე, ეს ხუმრობები შესამჩნევი არ ხდება.
Cold Wind Blows - ჩემი საყვარელი სიმღერაა, თემაა ის, რომ ემინემი მიუხედავად ცვლილებებისა თავის ცხოვრებაში - თვითონ ისევ ისეთია, როგორიც იყო. იმის გამკეთებელი, რაზე ფიქრი სხვებსაც კი ეშინიათ. მილანძღ-მოლანძღა კრიტიკოსები (რომლებიც თითქმის არ არსებობენ

), ასევე სხვა რეპერები, მუსიკოსები.
Talkin 2 Myself - ნუ მე, მემგონი ყველა სიმღერა მომწონს. სიმღერის თემა შემდეგია: როგორ გაიაზრა ემმა, რომ თვითონვე უნდა დახმარებოდა საკუთარ თავს. სცენები აქვს მოყვანილი თავისი დეპრესიიდან და შემდეგ მცდელობები - თუ როგორ დაეღწია თავი ამ მდგომარეობისთვის.
ჩემი აზრით, ამ სიმღერიდან საუკეთესო სტრიქონებია:
One foot on the brake one on the throttle
Fallin asleep with writers block in the parking lot of McDonald's
But instead of feeling sorry for yourself do something about it
Admit you got a problem you brain is clouded you pouted long enough
It isn't them it's you you fuckin baby
Quit worrying about what they do and do shady
I'm fucking going crazy
On Fire - თუ hardcore რეპის მსმენელი არ ხარ, ამ სიმღერას ვერ გაუძლებ.
You're never over - სიმღერა ეძღვნება ემინემის დაღუპულ ძმაკაცს, Proof-ს. ყველაზე ემოციური სიმღერაა ემინემის შემოქმედებაში.
მგონი ზემოთ ჩამოთვლილი სიმღერები დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნის ალბომზეც. თუ ესენი მოგეწონა, სავარაუდოდ ალბომიც უნდა მოგეწონოს.
Bad Meets Evil: Hell The Sequel - ერთ-ერთი იმ უიშვიათეს რეპერთაგან, რომლებიც ემინემის გვერდით შერცხვენილები არ ჩანან - Royce da 5'9'' . მართლაც ძალიან სასიამოვნო ჰარმონიაა მთელს ალბომზე.
Welcome 2 Hell - ბითი არის Havoc-ისგან, მე ერთ-ერთ უძლიერესად მიმაჩნია ეგ კაცი რეპმუსიკის წერაში. ამ სიმღერიდან ჩანს, რომ ემი და როისი დღევანდელი ინდუსტრიის რეპერებზე ათი თავით მაღლა დგანან. ლირიკული აკრობატიზმის დონე, რა თქმა უნდა, უმაღლესია.
მემგონი რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიმღერები იმედგაცრუებულს არ დაგტოვებენ. მადლობ, თუ მოთმინება გეყო და ამხელა პოსტი ჩაიკითხე.