ამაში გეთანხმები ნამდვილად. იმიტო რო საძაგლობაა დღევანდელი hip-hop. მახსოვს 2003-2006 წლებში თითქმის ყველა რეპერს ვუსმენდი, რომელიც Shady-ს ან Aftermath -ის გარშემო ტრიალებდა (D12, Obie Trice, Cashis, 50 Cent, G-Unit, Xzibit, Dr. Dre და ა.შ... მარა ეს სხვა თემაა).
განვმარტავ ჩემს პოსტს, კარგად ვერ დავწერე. ძაან მომწონს Relapse-ც, Recovery-ც და განსაკუთრებით MMLP2. ამ ალბომში რაც მოვისმინე საკმაოდ ურითმო რეპია და ძირითადად წარსულის გახსენება Eminem-ის verse-ებში. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანაც წარსულს დიდი ყურადღება ეთმობოდა, თანამედროვეობაში არსებულ სიტუაციებზეც იყო საუბარი (ღადაობა სხვადასხვა არტისტებზე, პოლიტიკოსებზე, თავის მიმდინარე ოჯახურ მდგომარეობაზე და ა.შ. ეგ იყო ემინემი...). ეხლა აკლია ეს ყველაფერი და ყოველ სიმღერაში ისეთი გრძნობაა, თითქოს დაბერდა და თავს ანებებს

...რაც შეეხება ემინემის პროდუქციას - აქ ითქვა რამდენიმეჯერ, რომ რამდენადაც კარგი რეპერია, იმდენად ცუდი პროდიუსერიო... მე ჩემს აზრს გამოვთქვამ მაგის შექმნილ პროდუქციაზე ან თუნდაც ინსტრუმენტალებზე: Lloyd Banks-ის ალბომებში თუ რომელიმე სიმღერა მოისმინება, იმიტომ, რო eminem-ის დაწერილ ბითზეა გარეპილი, მაგალითად Hands Up, NY NY, On Fire, Til the End და ასე შემდეგ... ყველას ჩამოთვლა ძნელია...