პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან გამიკვირდა და ამავდროულად მეწყინა მა კაცის თემა, რომ არ იყო.
ალბომ(ებ)ი:
ავოეზე.;
გოლზე
კრისტოფერ ჯორჯ ლეიტორ უოლესი (Christopher George Latore Wallace; (დ. 21 მაისი 1972, ბრუკლინი, ნიუ-იორკი - გ. 9 მარტი 1997, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია). ცნობილი ამერიკელი რეპერი. ასევე ცნობილია როგორც Biggie Smalls და Frank White, ყველაზე მეტად როგორც Notorious B.I.G.
The Notorious B.I.G. ანუ კრისტოფერ ვოლისი (Christopher G. L. Wallace) დაიბადა 1972 წლის 21 მაისს ნიუ იორკსი ბრულკინის უბანში, მას სხვა ზედმეტსახელებითაც იცნობენ როგორებიცაა Biggie Smalls და Frank White. ის ბავშვობიდანვე გამრჩეული იყო სიმღერისა და ხატვის ნიჭით. მას ნიუ იორკში ასევე ზედმეტსახელ Big Chris-ითაც იცნობდნენ. მას მხატვრობა უნდოდა ბავშვობაში მაგრამ უბანმა თავისი გავლენა მოახდინა მასზე და ერთხელაც ის ჩრდილო კაროლინას შტატში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, მან მხოლოდ ცხრა თვეში შეძლო განთავისუფლება.
მისი პირველი ალბომი "Ready to Die" 1994 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა (საინტერესო დამთხვევა: ზუსტად ორ წელიწადში 1996 წლის 13 სექტემბერს 2Pac-ი მოკვდა) ალბომმა მას წარმატება მოუტანა და ის ნიუ იორკის Mainstream-ის საუკეთესო წარმომადგენელი გახდა. 1995 წელს "Source Music Awards"-ის დაჯილდოვებაზე Biggie საუკეთესო ახალ არტისტად აღიარეს ასევე "Billboard Music Awards"-ის დაჯილდოებაზე მისი სინგლმა "Big Poppa" წლის საუკეთესო სინგლის წოდება მოიპოვა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპირეოებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო რომელიც The Notorious B.I.G.-სა და 2Pac-ს შორის დაპირისისპირებამ გამოიწვია ამ მოვლენების დროს ბევრი მკვლელობა მოხდა რომელიც არ გახმაურებულა.
1997 წლის 9 მარტს მისი მთავარი მტრის 2Pac-ის მკვლელობიდან რამოდენიმე თვეში B.I.G. საკუთარ მანქანაში მკლული იპოვეს. მის მკვლელობას სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ადამიანებს უკავშირებდნენ პირველი ვერსიით მკვლელობა Snoop Dogg-ის დაკვეთილი იყო ასევე ეჭვი მიტანილი იყო მისი მთავარი მეტოქის 2Pac-ის გარემოცის წევრებსა და ფანებზე რომლებიც Biggie-ს ადანაშაულებდნენ 2Pac-ის მკვლელობაში. საბოლოოდ არცერთი ეჭვი ბოლომდე არ დადასტურებულა.
1997 წლის 25 მაისს მისი მეორე ალბომი "Life After Death" გამოვიდა მისი დებიუტი გახიდვების ჩარტების პირველ ადგილზე მოხდა და ის პირველ ადგილას კიდე დიდხანს დარჩა სინგლების "Mo Money, Mo Problems"-სა და "Sky's the Limit."-ის წყალობით. Biggie ჟურნალმა "Spin"-მა წლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა ასევე ალბომმა სხვადასხვა დაჯილდოვებებზე საუკეთესო ალბომის ნომინაციებში გაიმარჯვა. მის სამოქალაქო პანაშვიდზე ათასობით ადამიანი მოვიდა, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან და ათი ადამიანი პოლიციამ დააკავა.
სიკვდილიდან ორ წლის შემდეგ მისმა ჩამწერმა სტუდიამ ალბომი "Born Again" გამოუშვა მან უდიდესი წარმატება მოიპოვა მასში მონაწილეობას იღებდნენ ბევრი ცნობილი რეპერები როგორებიც არიან: Lil' Kim, Lil' Cease, Snoop Dogg , Busta Rhymes, Ice Cube და სხვები. სიკვდილის შემდეგ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი მკვლელობის გამოძიება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მაგრამ ჯერ არცერთი დაკავება არ მომხდარა.
2005 წლის 11 დეკემბერს მისი Puff Diddy-ს მიერ პროდუსირებული მორიგი ალბომი "Duets - The Final Capter"-ი გამოვიდა. ის Biggie-ს ძველ ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა და მასში მონაწილეობა ბევრმა ახალმა რეპერმა მიიღეს.
ზემოთ განთავსებული ბიოგრაფიაში განთავსებული შეცდომების გამო (თუ არის ასეთი რამე) პასუხს არ ვაგებ, რადგან ჩემი დაწერილი არ არის, აღებულია ვიკიპედიიდან.და ბოლოს შემოგთავაზებთ უძლიერეს Tribute-ს.