გუშინ 18 ივნისი იყო და არავითარი საქმე არ მქონდა, მთელი დღე სახლში ჯდომას და დასვენებას ვაპირებდი… საღამოს 7 საათი იქნებოდა, როცა ტელეფონმა დარეკა, დავხედე ეკრანს და ,,Paul” აწერია… ,,ვა, მაკარტნი რეკავს, არადა რამდენი ხანია რა გავხსენებივარ”:
- გისმენ პოლ, რამ გაგახსენა ჩემი თავი, სად დამეკარგე შე უნამუსო კაცო?
- რავი ქილიფ, ტურნე-ტურნე, ტურნე-ტურნე აღარ შემიძლია უკვე, დღევანდელი დღეც ძლივს გამოვჭერი და ჩამოვედი. კიდე მე ვარ უნამუსო? არ გცხვენია ბიჭო? მე უნდა გირეკავდე დღეს?
- დღეს რა, რითია განსაკუთრებული დღე? გორდონ ბრაუნი მოკვდა თუ ჯონის წლისთავია?
- რა რიცხვია ბიჭო დღეს? უნამუსო ხარ აბა რა ხარ? არ იყავი ამ დარეკვის ღირსი…
- 18 ივნი… ვაიმე პოოლ! ჩემი სიკვდილი, რამ დამავიწყდა? აუ მართლა შემაგინე თუ გინდა, ნამდვილად ღირსი ვარ, როგორ უნდა დამვიწყებოდა შენი დაბადების დღე? 68-ის გახდი ხო?… აუ მაპატიე და გილოცავ რა! ხო იცი როგორ მიყვარხარ, გავითიშე უბრალოდ…
- კარგი ხო, ვიცი რა დაბნეულიც ხარ ბოლო დროს და შენგან რა უნდა მეწყინოს, რამდენი ხანია არ მინახიხარ, მომენატრე… სად ხარ ახლა?
- სად ვიქნები, სახლში ვზივარ და მახათს ვეძებ.
- უახლოესი მეგობრები არიან აგერ ,,Beatles Club”-ში რუსთაველზე და გამოირბინე რა, შენს გარეშე არ ვიწყებთ.
კარგი პოსტია ნამდვილად

happy birthday Paul
მე და მაკარტნი ბითლზ კლუბში