დაიბადა ლინდა ისტმანი / Linda Eastman is born
12:00 სთ, ოთხშაბათი, 1941 წლის 24 სექტემბერი (71 წლის წინ).
ამ დღეს ნიუ იორკში ლინდა ლუის ისტმანი, პოლ მაკარტნის მომავალი მეუღლე დაიბადა.
ლინდა, ლი ისტმანისა და ლუის სარა ლინდერ ისტმანის მეორე შვილი გახლდათ. გაიზარდა ნიუ იორკში, ვეჩესტერის საგრაფოს მდიდარ ნაწილში - სკარდეილში.
პირველად პოლ მაკარტნის 1967 წლის 15 მაისს შეხვდა, ჯორჯ ფეიმის კონცერტზე „The Bag O'Nails“ კლუბში, როდესაც ის მივლინებით იყო ჩასული ლონდონში "Swinging Sixties" მუსიკოსების გადასაღებად. მოგვიანებით ერთად წავიდნენ "Speakeasy Club"-ში. ოთხი დღის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად "Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band"-ის წვეულებაზე, ბრაიან ეპსტაინის სახლში. მივლინების დასრულების შემდეგ ლინდა ნიუ იორკში დაბრუნდა.
მოგვიანებით, 1968 წლის მაისში, ის კვლავ შეხვდა პოლს, როდესაც ის და ჯონი ნიუ იორკში იყვნენ ჩასულები კომპანია ეპლის დაარსების გასაპიარებლად. იმავე წლის სექტემბერში პოლმა ლინდას ტელეფონით სთხოვა ლონდონში ჩაფრენილიყო. 6 თვის თავზე, 69 წლის 12 მარტს მათ იქორწინეს.
https://www.facebook.com/pages/TheBeatlesge/178699179682