#29399978 · 26 Jan 2012, 23:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Raycher
საერთოდ Beats By Dr. Dre როგორც ბრენდი, დიდი პოპულარულობით არ გამოირჩევა ყურსასმენების მოყვარულებში, განსაკუტრებით აუდიოფილებში. აქვთ კარგი მოდელებიც, მაგრამ ძალზე გაბერილი ფასებით. ეს კონკრეტული მოდელი მაინცა და მაინც ვერ ქაჩავს, პირადად არც ერთი არ მომისმენია, მაგრამ აუდიოფილების ზოგიერთ ფორუმებზე არა დამაკმაყოფილებელი შეფასებები უფრო ჭარბობს, ზოგიერთმა კი ეს მოდელი ლამის მიწასთან გაასწორა ცუდი ხმოვანების გამო. ერთი, რაც აშკარად კარგი აქვს - მყარი კონსტრუქცია და კომფორტულობა. ასევე ყველა მოდელი არის დახურული ტიპის, თუმცა ეს ყველასათვის ინდივიდუალურია, პირადად კი არ მომწონს.
| QUOTE | მაგაზე თქვეს ზენჰეიზერი და AKG ჯობიაო.. mo.gif ვეღარ გამიგია, რა ვქნა mo.gif |
სენჰეიზერი, აკჯ, სტაქსი, ბეიერდინამიკი, აუდიო ტექნიკა, გრადო და ა.შ....(თუ რომელიმე გამოვტოვე მომიტევეთ) ... ესენი არიან ამ საქმეში ეტალონები და ზოგიერთი მადგანი კი ნახევარ საუკუნეზე მეტი გამოცდილების მქონე ბრენდები. Beats By Dr. Dre კი სულ 4 წლისაც არაა. მისი "პოპულარულობა" არც მეტი არც ნაკლები კარგი მარკეტინგის შედეგია. Raycher სანამ ყიდვას გადაწყვიტავ, დაგუგლე სასურველი მოდელები, დაიარე აუდიო ფილების საიტები, ცალი თვალით მაინც გადაიკითხე მომხმარებელთა კომენტარები და გარკვეული წარმოდგენა შეგექმნება.
--------------------
სიცოცხლე ყოველ ამოსუნთქვაში... ... უკანასკნელი სამურაი.
|