გამარჯობა ხალხო დიდი ხანია ამ თემაში არ დავდგებულვარ ხო და ისიც ვიცი რომ კიდევ ჩემნაირი ბევრი დამწყები პოსტავს და მათთვის საჭირო ინფოს დავდებ. რავი, ხელებს ვასვენებდი და სხვა საქმე არ მქონდა.
ტაბების ცნობა ალბათ ყველამ ვიცით. მაგრამ ხშირად ისმის კითხვა რას ნიშნავს ტაბზე ეს ასო ის ასო და ასე შემდეგ.
ასოები არის ნოტები. ახლა განახებთ ნოტების ცნობას ტაბზე. ანუ რომ იღებ მეხუთე სიმს მესამე ლადზე, არის ეს დო იგივე C.
იმედია ნახაზზე არ დამცინებთ.

ყველაფერი უბრალოდ ისე გავაკეთე რომ გარკვევით ყოფილიყო.


ესეიგი აქ ხედავთ ლადებს სიმებს, ნუ ჩვეულებრივად როგორც ტაბს არჩევთ ისე გაარჩევთ ამასაც. ზოგ ტაბზე, ზოგზე კი არა, წერია ლათინური ასოები C D E F G A B
თითოეული ასო აღნიშნავს ჩვენთვის ცნობილ ნოტებს დო რე მი ფა სოლ ლა სი. ანუ C D E F G A B
ეს მათთვისაა ვისაც სურს რომ იცნოს ნოტები გრიფზე, და შემდეგ მაჟორული და მინორული აკორდების აღება თავისუფლად შეძლოს. აი მაჟორებს და მინორებს თან ვსწავლობ, რომ ვისწავლი აგიხსნით.
ეს კი პირველ რიგში უნდა იცოდეთ რაც დავდე. დასაწყისისთვის ორი რამ დაიმახსოვრეთ.
როგორც ხედავთ რამოდენიმე ნოტი. თითო ლადის გამოტოვებით არის, ანუ ერთი მთლიანი საფეხურის, ზოგი კი მომდევნო ლადზეა. მაგალითად "დო" შემდეგ ვტოვებთ ერთ ლადს და არის "რე"
მაგრამ არის ასე რომ "მი"-ს მერე არ ვტოვებთ ლადს და მეორე ლადზე ვიღებთ "ფა"-ს. ეს ასევეა "სი" და "დო"-ს შემთხვევაში. ლადზე რომელზეც ვიღებთ "სი"-ს, აღარ ვახტებით ერთ ლადს და ვიღებთ მომდევნოს რის შედეგადაც მივიღებთ ბგერა "დო"-ს.

წარმატებები მეცადინეობაში ყველას.

არის სხვა შემსწავლელი სხვა ფორუმზე მაგრამ გადმოკოპირება ტეხავს. თან ასე არაა ახსნილი, მე უფრო მარტივად აგიხსენით. ასე რომ... თლა ჩემი მოგონილიც არაა ეს. თუ ამას უკვე მიხვდით?
This post has been edited by aca baca banci bunca on 16 Apr 2012, 17:29
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php