შიგ ხომ არ აქვთ?

ახლა 2 კაცამდე ჩამოიყვანეს. ახლა წავიკითხე ეს ისტორია უცხოურ საიტზე. მეისონსაც დაუწერია თავის ფეისბუკზე, რომ ჯერ არ ვიცი, დადასტურდება თუ არაო.

როგორც ჩანს, მარტო მეისონი იქნება იქ. თU საერთოD გადაწყდა რამე.
* * *
http://thepinkfloyd.net/index.php/componen...sonolympic.htmlაჰა, დავწერეთ ჩვენც

დააკოპირეთ, გააზიარეთ და გაავრცელეთ, რომ ქართულ სივრცეში ლოგიკას მოკლებული ჭორები მაინც ავიცილოთ.
_____________________________________________________________
ნიკ მეისონი ოლიმპიადის დახურვაზე? რა ხდება სინამდვილეში_____________________________________________________________
2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე გამოჩნდა ბეტერსის სადგური, ხოლო ცერემონიის დროს აჟღერდა Eclipse. სამშაბათს, ქალთა გიმნასტიკური შეჯიბრებისას ჟღერდა Shine On You Crazy Diamond-ის ქავერ-ვერსია. მაგრამ ამასობაში მომღერალმა ედ შირანმა გაავრცელა უცნაური სიახლე - თითქოს 12 აგვისტოს, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, მისი თქმით, იგი გამოვა Pink Floyd-თან ერთად.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ინტერნეტ-სივრცეში ხმაური გამოიწვია. შირანმა ოდნავ დააკონკრეტა, რომ სინამდვილეში გამოვიდოდა ნიკ მეისონთან და სტეფან გრაპელისთან ერთად და შეასრულებდა Wish You Were Here-ს. ეს კიდევ უფრო აბსურდულია, ვინაიდან სტეფან გრაპელი (მევიოლინე, რომელიც აღნიშნული სიმღერის ერთ-ერთ სტუდიურ ვერსიაში უკრავს) 1997 წელს გარდაიცვალა.
ნიკ მეისონმა გუშინ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა გზავნილი - "Although this has been discussed as far as I am aware it is not yet confirmed..." (მიუხედავად იმისა, რომ ეს განიხილებოდა, რამდენადაც ვიცი, ჯერ დადასტურებული არ არის).
ქართული ინტერნეტ-პრესის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ამასობაში გაავრცელა კიდევ უფრო აბსურდული ინფორმაცია, თითქოს "შირანის თქმით, მასთან ერთად სცენაზე Pink Floyd-ის ცოცხლად დარჩენილი ორი წევრიდან (!!!!!!!) ერთი - დრამერი ნიკ მეისონი აუცილებლად წარსდგება."
მშვიდობა ომის გაგრძელებაა სხვა საშუალებით.