ჩვენ ვიცით, რომ გვერდის ბევრი სტუმარი ქალაქიდან არ გასულა ან გასულია და კვლავ გვსტუმრობს. მაშ, სანამ ახალი სამუშაო/სასწავლო სეზონი დამდგარა, თავი გავირთოთ სახალისო ფაქტებით. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, მოვიფიქრეთ, რომ არც თუ ურიგო იქნებოდა, გაგვეხსენებინა...პერსონაჟები და სახელწოდებები ჯგუფის სახელებიდან!
დღეს ჯგუფის პირველი ალბომის პირველივე ნომერს შევეხოთ. Astronomy Domine (დომინე, დომინი - სხვადასხვა კონცერტებზე ასე აცხადებდნენ).
სიმღერაში ნახსენებია სხვადასხვა პლანეტა და სახელები. და თუ თქვენ საიტზე ეს ინფორმაცია არ ამოგიკითხავთ, აი ისიც:
* დენ დეირი, ნახსენები სიმღერაში - მფრინავი მხატვარ ფრენკ ჰემპსონის მიერ შექმნილი კომიქსებიდან.
* ობერონი არის ფერიების მეფე (უილიამ შექსპირის 'ზაფხულის ღამის სიზმარი').
* ტიტანია - ფერიების დედოფალი (იგივე ნაწარმოები)
* მირანდა - ფიგურირებს შექსპირის 'ქარიშხალში'
სხვა დანარჩენი სახელწოდებები პლანეტებისაა. სიმღერის დასაწყისში პირველი ხმა (რომელიც მეგაფონში ისმის) ეკუთვნის ჯგუფის მენეჯერ პიტერ ჯენერს. იგი კითხულობს სხვადასხვა პლანეტის სახელწოდებას.
.....................
მოგეწონათ ახალი ინიციატივა 'პერსონაჟები და სახელწოდებები'? მაშ გავაგრძელოთ. დღეს - Lucifer Sam, მეორე სიმღერა ჯგუფის პირველი ალბომიდან.
* ლუციფერი სემი (რომელზეც სიმღერაა). თავდაპირველად კომპოზიციას Percy The Ratcatcher (პერსი თაგვების დამჭერი) ეწოდებოდა. ზოგადად კი იგი სიდ ბარეტის კატაზეა (მას ბევრი კატა ჰყავდა. სხვათა შორის, უოტერსსაც).
უნდა ითქვას, რომ კატისთვის სახელი 'ლუციფერი' (რომელიც მითოლოგიაში ძირითადად განდგომილი ანგელოზი ანუ სატანაა) სიახლეს არ წარმოადგენს. დისნეის 'კონკიაში' (1950) სახლის შავ კატას ასევე ლუციფერი ჰქვია.
* ჯენიფერ ჯენტლი - იგულისხმება სიდის ერთ-ერთი მეგობარი გოგონა, ჯენი სპაირზი. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ჯგუფმა სახელწოდება ამ სახელ-გვარის მიხედვით აიღო - Jennifer Gentle.
.......
ამათ რომელი დებთ ფბ-ში?