misha20123
The Truth Has Set Me Free

        
ჯგუფი: Members
წერილები: 88263
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10
|
#33459416 · 12 Oct 2012, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სლეში 1965 წლის 23 ივლისს ინგლისში, ქალაქ ჰემპსტენდში დაიბადა. მისი მამა, შავკანიანი ამერიკელი იყო, ხოლო დედა – თეთრკანიანი ინგლისელი. 6 წლის ასაკში პატარა სოლი, დედასთან ერთად ამერიკაში მიდის, ხოლო მამა ინგლისში რჩება. სლეში ძირითადად, ბებიის ხელში იზრდებოდა, რადგან მისი მშობლები გაყრილები იყვნენ, ხოლო დედამისი სათანადოდ ვერ იცლიდა მისთვის. 14 წლამდე სლეში ექსტრიმით იყო გატაცებლი, იგი ქალაქის ქუჩებში BMX-ის ტიპის ველოსიპედით დასეირნობდა. 14 წლის ასაკში კი მას, მისმა მეგობარმა სტივენ ადლერმა შესთავაზა, რომ ჯგუფი შეექმნათ, სადაც სტივენი გიტარაზე დაუკრავდა, ხოლო სლეში ბასზე უნდა მდგარიყო. სლეშს ბებიამ ძველი ესპანური გიტარა აჩუქა, რომელზეც მხოლოდ ერთი სიმი იყო. სოლი გიტარის მასწავლებელთან მივიდა, რომელმაც დანარჩენი სიმების შოვნა დაავალა და უთხრა, რომ მანამდე ამ ერთ სიმს რამეს მოვუხერხებთო. გადიოდა დრო და სლეში 24 საათს გიტარასთან ატარებდა, რომელსაც სწრაფად ეუფლებოდა. როდესაც სლეში გიტარას დღითიდღე ხვეწდა, მას მისი მეგობრის სტივის აზრი, რომ ბასზე უნდა დაეკრა სულ გადაავიწყდა. სტივენი დედასთან ერთად ვაილში იყო წასული, მან ჩამოსვლის თანავე დაურეკა სლეშს და უთხრა, რომ დრამზე დაიწყო დაკვრა… ეს კი ის ადლერი იყო, რომელთან ერთადაც სლეში “Guns N’ Roses”-ში უკრავდა.
სტივენმა და სლეშმა ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელსაც “Road Crew” ერქვა. ჯგუფმა დიდხანს ვერ გასტანა, ასევე სლეშმა შექმნა მეორე ჯგუფი “Tidus Sloan”, რომელიც ვოკალისტის უყოლიობის გამო დაიშალა.
“GUNS N’ ROSES”
1980 წელს სლეშმა გადაწყვიტა, რომ სერიოზულად მოეკიდა ხელი თავისი პროფესიისთვის და ჯგუფის ძებნა დაიწყო. მას შეხვდა იზი სტრედლინი(რითმ გიტარა) , რომელმაც სლეშს თავიანთი ჯგუფის “Hollywood Rose”-ის ერთ-ერთი ჩანაწერი მოასმენინა. სლეში ჯგუფს შეუერთდა. ჯგუფი კი ექსელ როუზს(ვოკალი) ეკუთვნოდა. “Hollywood Roses” ტრეისი განზის(გიტარა) ჯგუფ “L.A. Guns”-ს შეუერთდა და “Guns N’ Roses” ეწოდა. შემდგომ, ჯგუფს ორი ახალი წევრი დაემატა დაფ მაკ-კეგენი(ბასი) და სტივენ ადლერი, რომელიც სლეშის რეკომენდაციით აიყვანეს. ჯგუფი მზად იყო კონცერტის გასამართად. მათი პირველი კონცერტი სეტლის გარეუბანში შედგა.
ჯგუფმა მალე გააფორმა კონტრაქტი “Geffen Records”-თან. მათ საკმაოდ ბევრი სიმღერა დაუგროვდათ და სულ მალე, მათი პირველი ალბომი “Appetite for Destruction” გამოვიდა (1987) , რომელმაც გადატრიალება მოახდინა. ის 28 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და ჯგუფმა მსოფლიო ტურნე წამოიწყო ამავე სახელწოდებით. 1991 წელს კი მათი მეორე ალბომი გამოდის 2 ნაწილად “Use Your Illusion I” და “Use Your Illusion II”. შემდგომში სლეშმა ჯგუფთან ერთად, ჩაწერა სხვა ალბომებიც: “GN’R Lies”, “The Spagetti Incident?”, “Live ?!*@ Like a Suicide”, ” Guns N’ Roses / Live from the Jungle”, “Civil War” და ლაივ ალბომი “Live Era: ’87-’93″
1996 წელს სლეშსა და ექსელს შორის დაპირისპირება მოხდა. სლეშმა კონცერტზე საჯაროდ განუცხადა “Just shut up and sing”, რაც “მოკეტე და იმღერეს” ნიშნავს. თავმოყვარე ექსელმა ეს სიტყვები ვერ აიტან, რის გამოც დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვს სლეშთან. სლეში “Guns N’ Roses”-ს ტოვებს.
სხვა პროექტები: სლეშმა “Guns N’ Roses”-ს შემდეგ მრავალი პროექტი განახორციელა. მას საკუთარი ჯგუფი ყავს, რომელსაც “Velvet Revolver” ეწოდება. ასევე ყავდა ჯგუფი, რომელსაც “Slash’s Snakepit” ერქვა. ასევე იგი 2 წლის განმავლობაში ბლუზის სფეროში მოღვაწეობდა, სადაც მის ბენდს “Slash’s Blues Ball” ეწოდებოდა. სლეშს ასევე აქვს მრავალი სოლო კონცერტი გამართული სხვადასხვა მომღერლებთან, რომელთა შორისაც იყვნენ: მაიკლ ჯექსონი, ოზი ოზბორნი, ფერჯი, ელის კუპერი და სხვა მრავალი.
სლეში “Gibson Les Paul”-ით
“Gibson Les Paul” მისი საყვარელი გიტარაა და თითქმის ყველა კონცერტზე, ამ მოდელის გიტარით გამოდის. სლეში “Gibson EDS-1275″-ით
პირველად, სლეშმა ამ ტიპის გიტარა, 1992 წელს ტოკიოს კონცერტზე გამოიყენა, რომლითაც ყველასთვის საყვარელი სიმღერა “Knocking on Heavens Door” დაუკრა.
სლეში “B.C. Rich Mockingbird”-ით
სლეშმა ეს გიტარა, პირველად 1992 წელს გამოიყენა პარიზში
უცნაური კომზე დაიდო სგ სტატიის ავტორს
|