gramatikikina ყვითელაშვილი არც ვიცი და რა გითხრა აბა
ეგეთ მხოლოდ გიტარისტებით ვერც მე ვკაიფობ არადა ბევრი ვირტუოზია, ჯო სატრიანი და ძმანი მისნი
უბრალოდ ფლოიდების სიმღერებს თუ გაეცნობი, აღმოაჩენ რა რითმს, აღმავალ მომენტებში როგორ დროს ერთვება გიტარის სოლო და როგორ ხმიანობს, წესით უნდა იკაიფო. მაგალითად, ერთ თრექში, "ექოები" ჰქვია, გილმორი გიტარით ბაძავს ვეშაპის ხმას და შემდეგ ისეთი თავდაუვიწყარი მელოდია იწყება , ერთი მთლიანობაა.
სხვანაირი სოლოები აქვს რა, მწველი, მზიანი, სხვა ხმა აქვს მის გიტარას. შეიძლება სისწრაფით მაგალითად რიცი ბლექმორი სჯობდეს, (ნუ ბევრისთვის მელოდიურადაც ჯობია რასაკვირველია რადგან ბლექმორიც გენიაა და მისი სოლოებიც მიყვარს) მაგრამ ჩემთვის სისწრაფეზე გადამწყვეტი მელოდიაა.
ვოკალის მიმართ ჩამორჩენაში ,პლანტის ან მერკურის ზეადამიანურ ხმის იოგებს ვგულისხმობდი, თუნდაც გილანის. ეგ პრინციპსი ფლოიდური არც იქნებოდა