აქსელს 80-იანი წლბის მიწურულს მომღერალ დონ ევერლის ქალიშვილ ერინთად ჰქონდა რომანი.
ეს გოგონა ჯგუფის კლიპში sweet child o mine-იც არის გადაღებული.
წყვილმა1990 წელს იქორწინა ლას ვეგასში. ერინი ამტკიცებდა რომ როუზი სახლში მიადგა და თავის მოკვლით დაემუქრა თუ ცოლად არ გაყვებოდა. ერინს შემდეგ მუცელი მოეშალა რაც აქსელმა მძიმედ გადაიტანა. ამის შემდეგ იგი მეზობლისთვის ღვინის ბოთლის გადამტვრევის გამო დაიჭირეს. შემდეგ წყვილი ოფიციალურად 1991 წლის იანვარში დაშორდნენ.
შემდეგ იგი ყოფილ ცოლს ყვავილებს გამუდმებით უგზავნიდა ხოლო ერინმა ამის გამო სასამართლოში უჩივლა ემოციური ზეწოლისთვის. 1991-93 წლებში როუზი მოდელ სტეფანია
სეიმურსაც ხვდებოდა რომელიც "ნოემბრის წვიმაშიც" გადაიღეს. შემდეგ ქალმა როუზს ფიზიკურ ძალადობაშიც დასდო ბრალი. აქსელი სამი წლის განმავლობაში მოდელ ჯენიფერდრაივერს ხვდებოდა ხოლო მოგვიანებით 2006 წელს მას მოდელ საშა ვოლკოვასთან
ჰქონდა რომანი.
.........
1993 წელს გილბი კლარკს მოტოციკლით მგზავრობისას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც ჯგუფს მისი დროებითი შემცვლელი ესაჭიროებოდა. იზი Guns N' Roses-ს შეუერთდა და 5-მდე კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
1994 წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან ექსლი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის.ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა როლინგ სტოუნზის სიმღერისSympathy for the Devil ქავერ ვერსია ფილმისთვის ინტერვიუ ვამპირთან.
1995 წლის დასაწყისში ოზი ოსბორნის გიტარისტმა ზაკ უაილდმა განაცხადა, რომ ექსლის პირადი თხოვნით იგი შეურთდა ჯგუფს ერთკვირიანი რეპეტიციისთვის.ამავე წელს სლეში შეცვალა Nine Inch Nails-ის ყოფილმა გიტარისტმა რობინ ფინკმა.1997 წელს მეტ სორუმს ექსლმა ჯგუფი დაატოვებინა. სორუმი ამტკიცებდა, თითქოს პოლ ტობიასმა ცუდად ახსენა სლეში. დაფ მაკ-კეგენმა 1998 წელს ასევე ოფიციალურად დატოვა ჯგუფი.
ექსლ როუზმა ახალ ალბომზე მუშაობა პირველად 1993 წელს დაიწყო და დაწერა სიმღერა This I Love.
1999 წელს გიტარისტმა რობინ ფინკმა დატოვა ჯგუფი 2000 წელს მისი ადგილი დაიკავა გიტარისტმა ბაკეტჰედმა. დრამერი ჯოშ ფრიზი შეცვალა ბრაიან მანტიამ. რობინ ფინკი 2000წელსვე უკან დაბრუნდა. Guns N' Roses-ის ხელახალი დებიუტი სცენაზე შედგა 2001 წლის იანვარში, ორი კონცერტით. ექსლ როუზმა განაცხადა: ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვის სანახავადაც მოხვედით და ვინც გიყვართ, დღეს ჩვენთან ერთად აქ არ არის. მიუხედავად იმისა, თუ რა გესმით და რას კითხულობთ. ეს ადამინები (გულისხმობს ჯგუფის ახალი შემადგენლობის წევრებს) მთელი ძალისხმევით მუშაობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. მეც ისეთივე გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ, როგორც თქვენ. ჩვენ ვერ შევძელით, Oasis-ის მსგავსად ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა.
2002 წელს პოლ ტობიასმა ჯგუფი დატოვა.იგი შეცვალა რიჩარდ ფორტუსმა.
2004 წლის მარტში ბაკეტჰედმა ჯგუფი დატოვა
2004 წლის მარტში Geffen Records-მა გამოუშვა ჯგუფის საუკეთესო სიმღერების კრებული Greatest Hits. როუზმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ამ ალბომში შესული სიმღერების სია არ იყო შეთანხმებული მასთან. იგი შეეცადა ამ ალბომის გამოცემადაებლოკა და Geffen Records-ს უჩივლა.
2006 წელს კონცერტები იმითაც გამოირჩეოდა, რომ აქ პირველად იღებდა მონაწილეობას ჯგუფის ახალი წევრი, გიტარისტი რონ თალი.
2006 წლის დეკემბერში ექსლმა ფანებს განუცხადა, რომ ჯგუფის მენეჯერი მერკ მერკურიადისი აღარ იყო.
,,,,,,,,,,,,,,,,,,,
2010 წლის მაისში ექსლ როუზმა უჩივლა ყოფილ მენეჯერ ირვინ აზოფს, რომელიც, მისი თქმით, ალბომის გამოსვლამდე იტყუებოდა პრესაში, თითქოს ჯგუფი აპირებდა გრანდიოზული ტურის მოწყობას სხვა ცნობილ კოლექტივთან.როუზი ასევე ამტკიცებდა, რომ აზოფმა ალბომის პრომო-კამპანია არასწორად წარმართა და რამდენიმე კონცერტიც სწორედ საორგანიზაციო პრობლემების გამო ჩაიშალა. ამით, როგორც ექსლი ამტკიცებდა, იგი მას აიძულებდა, აღედგინა კოლექტივის პირველი შემადგენლობა და ჩაეტარებინა საკუთარი ტური.
2010 წლის 1 სექტემბერს დუბლინში ჯგუფმა 90 წუთით დაიგვიანა. მეორე სიმღერის Welcome to the Jungle შესრულებისას ექსლმა შეაჩერა მუსიკოსები და გააფრთხილა მაყურებელი, რომ ბოთლის სროლის შემთხვევაში, კოლექტივი დატოვებდა სცენას. მეოთხე სიმღერის შესრულებისას ბოთლი მაინც იქნა ნასროლი და მუსიკოსებმა სცენა დატოვეს.
Guns N' Roses-ის მუსიკაში შერწყმულია ჰევი მეტალი და კლასიკური როკ-ენ-როლი. მათ დღევანდელ მუსიკაში იგრძნობა ისეთი მუსიკალური სტილის ელემენტები, როგორიც Nine Inch Nails-სა და მსგავს ჯგუფებს აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Nine Inch Nails-ის ყოფილი გიტარისტი, რობინ ფინკი დღეს Guns N' Roses-შია.
...............
GunsN' Roses-ის იმიჯსა და მუსიკალურ სტილზე დიდი გავლენა იქონია ჯგუფმა Hanoi Rocks. ექსლ როუზის თქმით, ჯგუფზე ასევე უდიდესი გავლენა იქონია Queen-ის, როლინგ სტოუნზისა და AC/DC-ს შემოქმედებამ. 1987 წლის ალბომზე, მისი თქმით, აეროსმითის გავლენაც იყო.
ჯგუფის სიმღერების ტექსტების დიდი ნაწილის ავტორი
ექსლ როუზია.1980-იან წლებში Guns N' Roses-მა მეტალში შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური, ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა. ჯგუფის როკ-ენ-როლური სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკასა და ჰიპ-პოპზე.
ვოკალისტი ექსლ როუზი კრიტიკის საგნად იქცა მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაიშალა. მუსიკალური კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ მას, კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა.
2012 წლის დასაწყისში Guns N' Roses წარდგენილი იქნება როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.ამერიკული როკ-ჯგუფის
" Guns N'Roses" ის სოლისტი ექსელ როუზი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტად დაასახელეს. ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგები, რომელიც მუსიკალურმა საიტმა MusicRadar ჩაატარა.
მიმაგრებული სურათი