GIO-ONნოტები იცი. ახლა სანამ ახალ ეტაპზე გადახვალ, მიამსგავსე იმ დაკრულს. რას ვგულისხმობ და გეტყვი. მუსიკაში არის ფორტე და პიანო. აი ხან გამოკვეთილი ბგერა როა, ხან კიდევ რბილი. აი ეგენია ფორტე და პიანო. ხო და ეგენი გაქვს არეული. ეგ აძლევს ხასიათს მუსიკას. ხო და ეგენი გაქვს არეულ დარეული. ბევრჯერ მოუსმინე იმას რასაც უკრავ, ორიგინალს ოღონდ და მიხვდები სად უშვებ შეცდომას.
კიდევ ზოგიერთი ნოტი კარგად არ ისმის, გეშლება, სხვაგან დებ თითებს. ჩქარობ. ნელა დაუკარი, და ზუსტად. პირველ ჰამერონს რომ აკეთებ, მანდ ძალიან ხმაურიანია, მერე სლაიდი რომ არის პირველ სიმზე, ეგ სლაიდი უნდა ისმოდეს კარგად. ეგ არ ისმის. მაგ დროს სი-ს ნელა გამოკარი რომ მი სიმზე სლაიდი უფრო მკაფიო იყოს. სი "სი"დან "ლა"ზე რომ გადადიხარ მაგ სლაიდს ვგულისხმობ.
და მერე ბა ბა ბა ამ დროს მესამე სიმზე "დო"ს იღებ მეორე სიმზე "მი"ს იღებ და პირველ სიმს-"მი"ს კრავ ერთდროულად ხო? და პლიუს 5 სიმს "ლა"ს. აი მაგ "ლა"-ს "ბასად" რომ იყენებ, რბილად ჩამოკარი და მესამე სიმზე "დო"ს რომ იღებ ეგ ეცადე უფრო კარგად ისმოდეს. აი გააკეთე ეგრე და კოპიო იქნება. აიღე ეგ აკორდი და ბევრჯერ გამოკარი, იქამდე სანამ ისე არ გააკეთებ რომ იდეალურად გამოვიდეს ეგ აკორდი. არაა ადვილი საქმე "ფინგერსტაილი" უნდა იგრძნო სიმები რას როგორ ამაიკრა და ჩამაიკრა.

მედიატორით უფრო ძნელია ეგ მაგრამ მედიატორით ეგეთ რამეებს არ აკეთებ რასაც თითებით. ნუ ეგ სხვა თემაა. მოკლედ ეგ აკორდი დახვეწე და მიხვდები რა არის ფორტე და პიანო. მაგას რო მიხვდები მერე ძალიან გემრიელად დაუკრავ.
განა ისაა აუცილებელი რომ ერთი ერთში დაუკრა. უბრალოდ სულ უცვლი ხასიათს მუსიკას და ეგ ხო სხვა რამე გამოდის.

დანარჩენი რა სეცდომებიც გაქვს თავადაც მიხვდები, ტექნიკის ამბავია. ბევრჯერ გააკეთე ეგ მონაკვეთი, და დანარჩენებს უკეთესად გააკეთებ. თუ ეგ მონაკვეთი ეგრე დატოვე, დანარჩენი ნაწილი არ გამოგივა უკეთესი. წარმატებები.
კსტაწი მეც მაგ მუსიკას მივადექი 2 დღეა და...
გაცილებით უკეთესად ვუკრავ.
კიდევ ერთი რჩევა, მოუსმინე იმას რასაც უკრავ. კარგად დაუგდე ყური და მერე შენით მიხვდები სად რა და როგორ უნდა გააკეთო.
წარმატებები.
დაზეპირებულად ნუ სწავლობ.
ჰო და კიდევ, ყველაფერზე რობოტივით ერტი რიტმი ნუ გიჭირავს, ზოგან სწრაფად ქენი, ზოგან ნელა.

გული როგორც გიკარნახებს.
ნუ იზეპირებ.

პა პა პა პა პა პა პა. ეს არაა სწორი. კი, თანაბარი დრო გაქვს ნოტსა და ნოტს შორის მაგრამ ვინ გითხრა რომ სწორია ეგ?
უჰ, რამდენი ვწერე. წავედი დავეგდო.
და კიდევ, ფრჩხილები არ გამოკრა ხოლმე თუ რკინის სიმებიანზე უკრავ. პლასმასი ხმა აქვს მასე.
ვახ, ვერ შეგეშვი რა, ცხრაჯერ დავამატე შენიშვნა.
არა შენიშვნაც არაა, რჩევაა მეგობრული.
ჰო მარტლა, 12ანი აკუსტიკურის ახალთახალი სიმები მაქვს და მოგცემ თუ გინდა. ვიცი სულ გიწყდება ხოლმე და.

ჰო კიდე ბოლო და ვსო.
გიტარა გაქვს ასაწყობი!

სავარაუდოთ პირველი სიმია ცოტა დასაჭიმი.
კაი ხანია აქ არ შემოვსულვარ, არავინ არაფერს არ დობს. არც მე. კაია რო დადე.

მერე დავატოლოთ ვინ უკეთ იზამს მაგ დასაწყისის სოლოს. ბოლომდე ისწავლე. რამით ჩავწერ მეც, საუნდ რეკორდერით ან რამით რავი ვინდს რაც აქვს. უი მიკროფონი დამჭირდება წესიერი. ან რავი, მოკლედ მოვაერხებ რამეს.
This post has been edited by aca baca banci bunca on 24 Jul 2013, 23:26
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php