Faunაი რამდენიმე წამიანი ქართულად ნამღერი იყო აქ
http://youtu.be/Xgzz48_acsw?t=3m34sბლექი არ ვიცი მეტი მარა ეს ნახე აბა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”Memento Mori”-ა.
მთლიან ალბომში გრანელის ლექსებს მღერიან
http://www.metal-archives.com/albums/Ennui..._Ukunisa/355521ქართული დესქორი თუ გინდა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ცხოვრება იწერება უკანასკნელ წუთებამდე
რაც არუნდა იყოს,შენ მოხვალ გონს!
შენი ნებით შენ მოხვედი,სამოთხიდან,სამოთხიდან!
შავი ნისლი ხედვას გიშლის,საფლავიდან,შენი საფლავიდან!
თვალები დამეთხარა,სად ხარ
აღარ მინდა სიკვდილის ნახვა
დაბნელება მაუწყა ხალხმა
მძიმე სუნთქვას შეწყვიტავ შენ ხვალ
შენი გულიც სიმართლით გახმა
მზეს აქრობ და ბნელეთში გახვალ
ეს არ არის შენი სიყვარული
დაფლეთილი გდია შენი გული
სევდამ მოგიკლა უმანკო სული
გაძლებაა ასეთი რთული
ჩემი ნიშანია ნული
ბოროტება მომაქვს სრული
გამონათქვამია ბრძნული
გაძლებაა ასეთი რთული!!!
მორჩა-გაბზარული შენი ლოცვა
ბნელმა სულის გახრწნა მოგცა-სიცოცხლე ოცნებად გექცა
არ თქვა-ხელში ჩამაკვდები როცა შენ...
თვალები დამეთხარა,სად ხარ
აღარ მინდა სიკვდილის ნახვა
დაბნელება მაუწყა ხალხმა
მძიმე სუნთქვას შეწყვიტავ შენ ხვალ
შენი გულიც სიმართლით გახმა
მზეს აქრობ და ბნელეთში გახვალ