არა რატო?! საქართველოს მასშტაბით ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო და ჩამოყალიბებული ჯგუფია. ერთადერთი იშვიათი ჯგუფი, რომელიც საქართველოდან გადის და უცხოეთში უსმენენ და აფასებენ.
დავიწყოთ იქედან რომ მე არ ვარ მაგ ჯგუფის არც ერთი წევრის არც ახლობელი და არაფერი, სრულიად ობიექტურად ვამბობ
პირველ რიგში, ერთერთი უიშვიათესი ჯგუფია საქართველოს მასშტაბით, რომელმაც ხალხს ორიგინალი დისკებისა და მაისურების ყიდვა ასწავლა.
ერთერთი უიშვიათესი ჯგუფია საქართველოს მასშტაბით (და მეტალის ჟანრში მთლიანობაში პირველიც კი ალბათ), რომელსაც ვინილზეც კი აქვს ჩაწერილი ალბომი (მართალია სპლიტია მაგრამ მაინც). ანუ ეს ნიშნავს რომ უცხოურ ლეიბლებთან თანამშრომლობენ და ვინმე ჟორიკას ჩამწერ სტუდიაში (ამით არავის არ ვაყენებ შეურაწყოფას, რეალობაა უბრალოდ) არ წერენ

გარდა ამისა, გამორჩეული ვოკალი აქვს გრაფს, ისეთი რომელიც ძალიან უხდება ამ ქვეჟანრს კონკრეტულად და ბევრ ჯგუფს მსოფლიო მასშტაბით მართლა დაამშვენებდა ესეთი ვოკალი. პლიუს ამას ტიპები მუშაობენ აშკარად (რაც არამარტო ალბომების რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც მეტყველებს) და ეს ჩანს, თუ რათქმაუნდა წინასწარ რაღაც ისე ინდეფერენტულად არ მივუდგებით.
ჰო და მაგ დეპრესივ/სუიციდში მსოფლიო მასშტაბით ვინც უსმენს ტიპები ბლექის მაგ ქვეჟანრს ყველამ იცის ფსაიქონაუტი და 80 % მოსწონს (არამარტო რუსეთში, ამას წინათ ფბ-ზე გავჩითე
https://www.facebook.com/Psychonaut4Brasil?fref=ts ეს, ბრაზილიელების ფანკლუბია ამ ჯგუფის და არის კიდე რაღაცეები

)
შემიძლია უარყოფითზეც ვისაუბრო. ჩემი სუბიექტური აზრით ესაა სუსტი ინსტრუმენტალი რაც ამ ჯგუფს არ გამოარჩევს სხვებისგან და თუნდაც ქართულ ბენდ Signs არც უნდა შეადარო არანაირად. თუმცა ეს უფრო ობიექტური ჭეშმარიტებაა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ DSBM-ში ზოგადად არ არის ,,მოთხოვნა" გამორჩეულ ინსტრუმენტალზე.
გარდა ამისა, ჩემი აზრით, ამ ჯგუფს საქართველოში ის აჩენს უარყოფით დაღს, რომ ვეშების დაახლოებით 55-60 % არის რუსულ ენაზე, 30 % დაახლოებით ინგლისურად და დარჩენილი ქართულად (რეალურად 2 ვეში აქვთ ქართულად ერთი Have a nice trip-იდან Hate Parade და მეორე Dipsomania-დან Moldy (სხვათაშორის ეს ვეშები უფრო ბლექია ვიდრე DSBM). თუმცა კარგი რაც კი იქმნება იქმნება რუსულ ენაზე, ეს გზა აქვთ აღებული და რას ვიზამთ ესე უკეთ გამოსდით

ეს ვეში რო ქართულად (ან თუნდაც ინგლისურ ენაზე) რომ ყოფილიყო სასწაული რამ იქნებოდა, ყველა აიტაცებდა
This post has been edited by madridman on 31 Jul 2015, 09:36