
2NE1 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგონების ჯგუფი YG Entertainment-დან ( ამ კომპანიასთან თანამშრომლობენ ასევე Big Bang ერთ ერთი ყველაზე ტიტულოვანი და აღიარებული ჯგუფი უკვე ვთქვით ორი სიტყვა ამ ჯგუფზეც წინა გვერდებზე და Psy-ს უკვე ყველა იცნობთ ალბათ) ჯგუფი შედგება ოთხი წევრისგან : ლიდერი , ვოკალი და ჯგუფის მავარი რეპერი
CL , მთავარი ვოკალი
Bom , ჯგუფის კიდევ ერთი ვოკალი
Dara და მთავარი მოცეკვავე და ასევე ვოკალიც
Minzy... ჯგუფის მუსიკალური სტილი: hip hop, R&B, dance, urban, electropop...(ზოგადად YG Entertainment-ის სტილია , YG-ს ჯგუფები ძირიტადად ამ მუსიკალურ ჟანრებში "მოღვაწეობენ" ) ფანკლუბს ჰქვია ბლექჯეკი (Blackjack)
ჯგუფის და მისი კონცეფციის შესახებ ჯერ კიდევ 2009-ში დაანონსდა YG -ს მიერ . გოგონები 4 წლის მანძილზე გადიოდნენ ტრენინგებს კომპანიაში და ემზადებოდნენ დებიუტისთვის. მათი ჯგუფის თავდაპირველი სახელი იყო "21" რომელიც მოგვიანებით ანალოგიური სახელით შემსრულების აღმოჩენის გამო 2NE1 გახდა. გოგონები აუდიტორიის წინაშე პირველად ჯგუფ Big Bang-თან ერთად გამოჩდნენ სიმღერით
Lollipop რომელიც კომპანია LG-სთვის შეიქმნა. მიუხედავად იმისა რომ სიმღერა და კლიპი არ იყო სინგლი და მხოლოდ რეკლამისთვის შეიქმნა მთელი თვის მანძილზე სხვადასხვა ონლაინ მუსიკალური ჩარტების სათავეში იყო. მოგვიანებით დაანონსდა რომ 2009 წლის მაისში ჯგუფს ექნებოდა დებიუტი და მათი სადებიუტო სიმღერა ჰიპჰოპისა და რეგის სტილში იქნებოდა. 2009 წლის მაისში გამოვიდა კიდეც ჯგუფის ახალი ვიდეო სიმღერით Fire ორი ვერსია:
FIRE _ Street Version და
FIRE _ Space Version თავისი სადებიუტო სიმღერა ჯგუფმა SBS-ის Inkigayo-ზე შეასრულა ( მათთვის ვისაც პირველი პოსტი არ წაუკითხავს: კორეულ წამყვან არხებს აქვთ სპეციალური შოუ სადაც შემსრულებლები თავიანთი ახალი სიმღერებით მიდიან და ლაივში ასრულებენ. SBS-ის ესეთ შოუს ჰქვია Inkigayo ) პარალელურად დაიწყო ჯგუფის რეალითი შოუც 2NE1TV (თითქმის ყველა პოპულარულ ჯგუფს აქვს თავისი რეალითი შოუ ) ... სიმღერა და ჯგუფი საკმაოდ პოპულარული გახდა რათქმაუნდა და მალევე ახალი სინგლით I don't care წარსდგნენ მსმენელის წინაშე. სინგლის ორი ვერსია გაკეთდა
I Don't Care და
I don't care (reggae version)... ჯგუფის პოპულარობასთან ერთად მისმა წევრებმა სოლო სინგლებიც გამოუშვეს . პირველი იყო დარა თავისი სიმღერით CL-თან ერთად
Kiss (აბა რამდენ ნაცნობ სახეს იპოვით კლიპში

) რომელიც CF Beer-ის რეკლამისთვის გამოიყენეს. პარკ ბუმის
YOU AND I ყველაზე წარმატებული იყო სოლო სინგლებიდან და მოგვიანებით მინზის და სიელის
Please Don't Go... იმავე წელს ჯგუფი აზიის მუსიკალურ ფესტივალზეც გამოვიდა სადაც საუკეთესო დებიუტანტების ნომინაციაში მთავარი ჯილდო აიღო. ჯგუფის ტიტულებზე და ჯილდოებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს დისკოგრაფიაზე გადავიდეთ.
2010 წელს ყოველგვარი დაანონსების გარეშე ჯგუფმა ახალი სიმღერა
Follow Me გამოუშვა და ამავე წლის ზაფხულში ლოსანჯელესსა და ლონდონში მოაწყო ტურნე სადაც ჯგუფი თავის ინგლისურენოვან ალბომზე მუშაობდა Black Eyed Peas-ის წევრ და პროდუსერ უილიამ ადამსთან ერთად (სასცენო სახელი will.i.am) ... ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა მათი პირველი ალბომი
To Anyone რომელშიც 12 სიმღერა შევიდა. ალბომი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა 150000 ეგზემპლარი გაიყიდა და დადებითი შეფასებებიც მიიღო. ყველაზე წარმატებული
CLAP YOUR HANDS ,
GO AWAY და
CAN'T NOBODY აღმოჩნდა ჯგუფისთვის რომელთა წყალობითაც სამი მუსიკალური შოუს Mnet-ის M! Countdown, KBS -ის Music Bank და SBS-ის Inkigayo-ს "სადებიუტო სცენა" დაიპყრო. მოგვიანებით ჯგუფის ახალი სინგლი
IT HURTS დაანონსდა .
2011-ში პარკ ბუმის ახალი სოლო სინგლი
DON'T CRY და ჯგუფის ახალი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი
LONELYგამოვიდა რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ თმობდა პირველობას სხვადასხვა მუსიკალურ ჩარტებში. 2011 წლის ივნისში ჯგუფის მორიგი წარმატებული სინგლი
I Am The Best გამოვიდა რომელმაც გამოსვლიდან 24 საათში ყველა მუსიკალური ჩარტი დაიპყრო. ერთი თვის შემდეგ კი ჯგუფმა ახალი სინგლისთვის ანიმაციური ვიდეო
HATE YOU გამოუშვა რომელსაც მორიგი სინგლი
Ugly მოჰყვა და ჯგუფი კპოპის ისტორიაში პირველი ერთმანეთის მიყოლებით ხუთი "all-kill" სინგლის ავტორი ჯგუფი გახდა. ჯგუფმა მეორე ალბომზე მუშაობა დაიწყო. 2011 წელს MTV IGGY- საერთაშორისო მუსიკალურ შეჯიბრში "Best New Band" სადაც 10 სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფი იღებდა მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 2NE1-მ თაიმსქვერზე "I Am the Best"-შეასრულა და გაიმარჯვა კიდეც.
2012 წელს ჯგუფმა პირველი იაპონური ალბომი
Collection გამოუშვა სადაც მათი სიმღერების იაპონური რიმეიკები შევიდა, ასევე ჯგუფის იაპონური სინგლი
Scream და მადონას ცნობილი სიმღერის Like A Virgin-ის 2NE1-სეული ქავერი
Like A Virgin. ამავე წელს ჯგუფი ბიგ ბენგთან ერთად მიწვეული იყო იაპონიაში ფესტივალზე სხვადასხვა იაპონელ და ამერიკელ პოპულარულ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებთან ერთად. კომპანია Intel ის პროექტისთვის "Make Thumb Noise " ჯგუფმა სპეციალურად შექმნა კომპოზიცია
BE MINE ასევე ითანამშრომლეს იაპონურ ჯგუფთან M-Flo და ერთად ჩაწერეს სიმღერა
She's So Outta Control. ჯგუფი საფრანგეთში ფრანგი ჰალიუ ფანების საყვარელ კპოპ ჯგუფად აღიარეს და Cannes Lions International Festival -ზეც იყვნენ მიწვეული.
2012 წელს კორეული ქამბექი ჯგუფს ივლისში ჰქონდა ისევ ტედი პარკის (ჯგუფის სიმღერების უმეტესობა ტედის ეკუთვნის) სიმღერით
I Love You და ჯგუფის ნიუჯერსსა და კალიფორნიაში მომავალი ტურნეც დაანონსდა . აგვისტოში ლოსანჯელესში ცნობილ ნოკიას თეატრში ჯგუფმა კონცერტი გამართა 6,680 - 6,714 ბილეთი გაიყიდა.რისი წყალობითაც პირველი კორეული ჯგუფი გახდა რომელმაც ცნობილი ჩარტის Billboard-ის ბოქსოფისის სტატისტიკაში თავისი წვლილი შეიტანა. ჯგუფს ადიდასის თავისი ხაზი აქვს ჯერემი სკოტთან ერთად და ბიგ ბენგთან ერთად 2012 წელს MTV-ს ცნობილ Best Band Style -ლისთში შევიდა სადაც შედიან ისეთი ცნობილი შემსრულებლები როგორებიც არიან " One Direction, The Wanted, Backstreet Boys, Spice Girls, Destiny's Child, Fun და No Doubt" ამ ეტაპისთვის მხოლოდ ორი აზიური ჯგუფი ბიგ ბენგი და 2NE1 შედის ამ სიაში.
2013 -ში YG Entertainment-ის ძია იანგმა (ყველაზე საყვარელი ტროლი დიდთავა და საყვარელი ძიაა Yang Hyun Suk , YG-ს ხელმძღვანელი. თავადაც ერთ-ერთი პოპულარული ბოიბენდის Seo Taiji and Boys-ს წევრი იყო დღესდღეობით YG ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული კომპანია კორეულ შოუბიზნესში) დაანონსა აპრილში ჯგუფის ქამბექი და გეგმები წლის პირველ ნახევარში . მარტში ჯგუფის ინგლისურენოვანი
Take the World ... მაისში მორიგი თიზერ ფოტო გამოჩნდა სლოგანით "Who's Next? 2013.05.28" (უყვარს ხოლმე იანგს ესეთი გამოცანა თიზერფოტო ანონსების გაკეთება და ფანების დატროლვა) რომელსაც მოჰყვა სხვადასხვა თიზერ ფოტოები და საბოლოოდ
LOVES SHINSEGAE რომელიც ერთ -ერთი პოპულარული ბრენდის Chrome Hearts-ის სარეკლამო ვიდეორგოლი აღმოჩნდა. მოგვიანებით CL-ის ახალი სოლო სინგლი Bad Girls-დაანონსდა მაგრამ იქედან გამომდინარე რომ იგივე სახელით პოპულარულმა კორეელმა სოლოშემსრულებელმა ლი ჰიორიმ იგივე სახელით ჩაწერა სიმღერა, სიელის სიმღერა
"The Baddest Female" დასახელებით გამოვიდა ... 2013 წლის SBS-ის საახალწლო კონცერტზე კი ორივემ ერთად შეასრულა თავიანთი სიმღერების ერთობლივი მიქსი
Lee Hyori & CL __ Bad Girls... სიელის სოლო სინგლის შემდეგ ჯგუფს ქამბექი ჰქონდა და ახალი სამი სინგლი
FALLING IN LOVE ,
DO YOU LOVE ME ,
MISSING YOU წარუდგინა მსმენელს.
2013 წლის დასაწყისში ჯგუფის ახალი ტურნე The AON: All or Nothing დაანონსდა (ჩინეთი,იაპონია , ტაივანი , ტაილანდი, სინგაპური, მალაიზია, ფილიპინები, ინდონეზია) 2014 წლის თებერვალში კი ჯგუფის ახალი ალბომი
Crush დაანონსდა რომლის გამოსვლაც YG-მ და SM-მა ლამის მარათონად აქციეს...

( YG და SM მიუხედავად იმისა რომ განსხვავებული სტილი აქვთ ერთმანეთის ყველაზე დიდი კონკურენტებად ითვლებიან და ორი ყველაზე გავლენიანი კომპანიაა კორეულ შოუბიზნესში. SM-ის ჯგუფი Girls Generation ასევე ძალიან პოპულარული გოგონების ჯგუფია და იანგმაც 2NE1-ს ქამბექი Girls Generation-ის ახალი ალბომის გამოსვლას დაამტხვია და თუ სწორად მახსოვს რამოდენიმე დღის შემდეგ დანიშნა გამოსვლის თარიღი. ესემმა გადაწია გირლს ჯენერეიშენის ქამბექი და გადაწია 2ne1-ის ქამბექი იანგმაც... ესე იმაიმუნეს და ბოლოს დაგვადგა საშველი

)
ახალ ალბომში Crush ჯგფის 10 კომპოზიცია შევიდა : სრული ალბომი:
'CRUSH' ხოლო სონგლი
COME BACK HOME კვლავ "All Kill" სინგლი გახდა და 7 მთვარი მუსიკალური ჩარტის სათავეებში მოექცა... (პ.ს მე ყველაზე მეტად ეს ალბომი მომწონს და რამოდენიმე ძველი სინგლი)
ჯგუფის სრული დისკოგრაფია:
2NE1 discographyჯილდოები და ნომინაციები:
awards and nominations received by 2NE1 * * *
ბონუსად ლიდერები GD (Big Bang) & CL (2Ne1)
და BB Vs 2Ne1