ყურადღება! ყურადღება! როგორც შეგპირდით, გაგაცნობთ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას ფესტივალთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და იპოვოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე
(მიმაგრებულ სურათზე შეგიძლიათ გაეცნოთ საფესტივალო ქალაქის რუკას)
საკითხებს ვყოფთ თემატურად:
1. საფესტივალო დღეების განრიგი:
♫ საფესტივალო ქალაქი იხსნება: 6 ივნისს - 15:00 საათზე, 7 და 8 ივნისს: 13:00 საათზე.
♫ სპეციალურად Tbilisi Open Air 2014-ისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე ადის Riffer Bar-ი, სადაც განთავსდება მცირე სცენა. მთავარ სცენაზე ლაივის დაწყებამდე (ანუ ყოველდღიურად 18:00 საათამდე) Riffer-ში გამოვლენ არტისტები, რომელთაც ჩამონათვალიც შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hpho...163163759_n.jpg . ფესტივალის პირველ და მეორე დღეს - მთავარ სცენაზე ლაივის დასრულების შემდეგ (ანუ დაახლოებით 00:30 საათიდან) - ყველა მსურველს შეუძლია დარჩეს საფესტივალო ქალაქში და მიიღოს მონაწილეობა Riffer-ის კარაოკეში დათო ლომიძესთან ერთად.
♫ ფესტივალის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება მი-ფა-სი-ს Open Mic-ი (თავისუფალი სცენა), სადაც ყოველდღიურად 18:00-მდე შეგიძლიათ დაუკრათ კარავში რაზეც გაგიხარდებათ და რაც გაგიხარდებათ
♫ ფესტივალის პირველ დღეს, 6 ივნისს მთავარ სცენაზე ლაივი დაიწყება 18:00 საათზე და პირველი შემსრულებელი იქნება The Black Marrows, შემდეგ გამოვლენ Lasha Kicks, არა, Gravity, ნინო ქათამაძე & Insight. 6 ივნისის ლაივს დახურავს Nikakoi, რომლის გამოსვლაც დაახლოებით 00:30-ზე დასრულდება.
♫ ფესტივალის მეორე დღეს, 7 ივნისს მთავარ სცენაზე ლაივი დაიწყება 18:00 საათზე და პირველი შემსრულებელი იქნება The Pulse, შემდეგ გამოვლენ The Jetbird, Scratch the Floor, Loudspeakers, Alina Orlova (LTU), Chinawoman (CAN). 7 ივნისის ლაივს დახურავს Lapalux (UK), რომლის გამოსვლაც დაახლოებით 00:30-ზე დასრულდება.
♫ ფესტივალის მესამე დღეს, 8 ივნისს მთავარ სცენაზე ლაივი დაიწყება 18:00 საათზე და პირველი შემსრულებელი იქნება Weekend Pop, შემდეგ გამოვლენ Electric Appeal, The Bearfox, Kung Fu Junkie, Green Room, Ночные Снайперы (RUS). 8 ივნისის ლაივს დახურავს Oimactta, რომლის გამოსვლაც დაახლოებით 00:30-ზე დასრულდება.
2. კემპინგი:
♫ ფესტივალის ტერიტორიაზე გამოყოფილი იქნება სივრცე კემპინგისთვის. კარვით წამოსვლის მსურველებს ვურჩევთ დაიჭირონ თადარიგი და შედარებით ადრე მოვიდნენ. კემპინგის სივრცით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ყოველდღიურად, ფესტივალის დასრულებამდე, ანუ 9 ივნისის 01:00–მდე.
♫ კემპინგის ტერიტორიაზე ყოველ ღამე იქნება campfire (კოცონი), რომლის ირვლივაც გათბებით, დაისვენებთ და ასევე მოგეცემათ საშუალება გახდეთ კოცონის გარშემო გამართული აკუსტიკური ლაივის მონაწილე.
♫ გთხოვთ გაუფრთხილდეთ პირად ნივთებს, ვინაიდან ფესტივალის ტერიტორიაზე დაკარგულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
♫ 7 და 8 ივნისს 12:00 საათზე, კარის გაღებამდე 1 საათით ადრე, კემპინგით მოსარგებლეებს 15 წუთით შეგაწუხებთ, რომ თავიდან გაიაროთ კონტროლი ფესტივალის შესასვლელში.
♫ ფესტივალის ტერიტორიაზე დაგხვდებათ, მოგეხმარებათ და საჭირო ინფორმაციით მოგამარაგებთ ჩვენი კემპთუხუცესი
3. ტრანსპორტი:
♫ ფესტივალის ტერიტორიისკენ და უკან იმოძრავებს შემდეგი საზოგადოებრივი (ფასიანი) ტრანსპორტი:
ავტობუსი N107 (მარშრუტი: მ/ს "დელისი" > ახალი იპოდრომი). მ/ს "დელისიდან“ ბოლო რეისი გადის 21:40-ზე, ხოლო ახალი იპოდრომიდან ბოლო რეისი ბრუნდება 22:40-ზე.
ავტობუსი N29 (მარშრუტი: სადგურის მოედანი > ახალი იპოდრომი). სადგურის მოედნიდან ბოლო რეისი გადის 23:00-ზე, ახალი იპოდრომიდან ბოლო რეისი გადის 22:40-ზე.
♫ ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი რეისების უზრუნველსაყოფად და ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ორშაბათს, 2 ივნისს.
♫ ტაქსები იქნება უხვად მგზავრობის ღირებულება დელისიდან - დაახლოებით 5 ლარი (ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერ გავაკონტროლებთ ტაქსის ფასებს). თუ შეიკრიბებით 4–5 ადამიანი, შეგეძლებათ 1 ლარად იმგზავროთ ტაქსით როგორც ფესტივალის ტერიტორიისკენ, ისე უკან.
4. ბილეთები:
♫ შეგახსენებთ, რომ ყოველდღიურად (5 ივნისის ჩათვლით) Tbilisi Open Air 2014-ის ბილეთები იყიდება სპორტის სასახლესთან Tbilisi Open Air Bus-ის სალაროში, 13:00 საათიდან 19:00–მდე.
♫ ბილეთები იყიდება ასევე Riffer-ში (რუსთაველის 28) ყოველდღიურად 18:00 საათიდან 01:00–მდე. სხვა დროებში მოძრავი Open Air Bus-ი ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეგხვდეთ, სადაც ასევე შეძლებთ ბილეთების შეძენას.
♫ 6, 7 და 8 ივნისს ბილეთები გაიყიდება ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში. თუ გსურთ, რომ თავი აარიდოთ რიგში დგომას შეიძინეთ ბილეთები ფესტივალის დაწყებამდე.
♫ 1 დღის ბილეთის ფასია 15 ლარი, 3-დღიანი აბონემენტის ფასი – 30 ლარი. შესაბამისად, 3-დღიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში თქვენ ზოგავთ 15 ლარს (1 საფესტივალო დღის საფასურს).
♫ 9 წლამდე ასაკის ბავშვები ფესტივალზე დაიშვებიან უფასოდ (აუცილებელია ბილეთიანი სრულწლოვანის თანხლება).
5. სხვადასხვა:
♫ ფესტივალის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ბარი, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები. ბარში ერთდროულად მოგემსახურებათ 15 ბარმენი.
♫ ფესტივალის ტერიტორიაზე ასევე იქნება კვების პუნქტები
♫ სასმელების და საკვების დეტალურ მენიუს გამოვაქვეყნებთ მომავალ კვირაში
♫ გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ეწვიოთ Riffer Bar-ს.
♫ საფესტივალო ქალაქში ასევე შეხვდებით myvideo.ge-ს, BookCity-ს, Tabula-ს და ა.შ.
♫ საფესტივალო ქალაქში დაგხვდებათ სხვა უამრავი სიურპრიზიც.
იმედია, ყველა თქვენს შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავეცით. გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი გვერდი უახლესი ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით,
Tbilisi Open Air / Altervision
P.S. ბიოტუალეტები იქნება!
Music Breaks Free!