კაზანტიპზე 3500-მდე ქართველი გოგონა დარეგისტრირდა
11:37 07-08-2014
კაზანტიპზე 3500-მდე ქართველი გოგონა დარეგისტრირდა კაზანტიპის ღონისძიებაზე დასწრებას 3500-მდე ქართველი გოგონა აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სტურუამ განუცხადა, ამ დრომდე საიტზე ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია დაახლოებით 3500 ქართველმა გოგომ გაიარა.
მისივე თქმით, კაზანტიპის ღონისძიებაზე დასასწრებად 10 ათასამდე უკრაინელმა გოგომ გაიარა რეგისტრაცია.
როგორც ცნობილია, კაზანტიპზე დასწრება გოგონებს უფასოდ შეუძლიათ. მათ საიტზე მხოლოდ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
ზოგადად ღონისძიების ორგანიზატორები დაახლოებით 30 ათას სტუმარს ელოდებიან.
კაზანტიპი ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე გაიმართება.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/29...egistrirda.htmlერთ თემას მეც გავხსნი ამ ფესტივალთან დაკავშირებით და აბა გამოტქვით საკუთარი აზრი?

პრობლემას ვერ ვხედავ და ვისაც რა სიამოვნებს ის უნდა აკეთოს.