რამდენი რამის დაწერა მინდა და თუ არ დამეზარა, ვიზამ.
შეიძლება ვცდები, მაგრამ
მოკლედ რომ ვთქვა, მგონია, რომ გარდა მუსიკის (თუნდაც მხატვრობის) ყველა ტექნიკური თუ არატექნიკური შეფასების გარდა, კიდევ სხვა არხებიც გიმუშავეს ადამიანს.
ჩვენ, მსმენელები (ან, მე. არ ვიცი) ამ ემოციური არხებით ვუსმენთ და მერე ნელ-ნელა, ზრდის პროცესში დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას.
ძაან გამეცინა ახლა, ეს ორი რომ ერთად დავინახე. რამდენიმე მუსიკოსია ჩემ ცხოვრებაში, რომელიც სხვების/მასის გავლენის გარეშე ამოვიჩემე რაღაც მიზეზის გამო და ბოლომდე მივყევი - ელის კოლტრეინი, თომ უეითსი და ჯეკ უაითი და კიდევ რამდენი სინგერ-სონგ რაითერი და ინსტუმენტალისტია, რომელთა გაცნობასაც და ბოლომდე შეგრძნებას ერთი და ორი ცხოვრება არ ეყოფა.
ჰოდა, ჭეშმარიტად შემოქმედი ადამიანები გრძნობენ ერთმანეთს. წარაკუა როლინგ სთოუნზისგან განსხვავებით. უეითსი ძალიან იშვიათად ჩნდება ხალხში.
მაინც დამეზარა წერა.
* * *
ამასაც ვიტყვი ბარემ,
გექნებათ ნანახი, სკორსეზეს მოდოკუმენტურო ფილმი shine a light,
როლინგებთან ერთად რამდენიმე მუსიკოსი გამოდის სცენაზე,
ერთ-ერთი ჯეკია და მოგეხსენებათ, ხმა გაექცა, ინერვიულა და ა.შ.
ცოტა ხნის წინ ჩავრთე და უბრალოდ ვუყურე მაგ მონაკვეთს. უაითი სცენაზე, სხეულის ენით, როგორ ითხოვდა ჯაგერისგან ვალიდაციას თუ თანაგრძნობას კი არა, უბრალოდ მხარდაჭერას, რომ ითს ოქეი, დაიკიდე. ტიპი რა ცივი და ულმობელი იყო იმ მომენტში, კიტ რიჩარდსისა და რონისსგან განსხვავებით, რომლებმაც, როცა დასრულდა კომპოზიცია, ეგრევე მივიდნენ, გაამხნევეს.
სიმღერის მომენტში რა უნდა ექნა ახლა ჯაგერსო, კი იკითხავთ, მაგრამ აი, სიცივე გამოსჭვივის - ერთი არ გაუღიმია ოდნავ შესამჩნევად მაინც, არც გადაუხედია უაითისთვის, რომ რავი, თვალებით მაინც გაემხნევებინა.
მომიტევეთ ემოციურობისა და სუბიექტურობისთვის.
This post has been edited by ზილფა on 7 Sep 2022, 15:40