ურჩიე ბასიანი

))) აუცილებლად თან

ბასიანის მერე მტკვარი და ხიდი )))))
აქ ბევრ რამეს წერენ ბასიანზე ცუდსაც და კარგსაც. მე ჩემს ემოციებს გადმოგცემ. შარშანდელ სეზონზე თითქმის ყველა ივენტზე დავდიოდი და ბედნიერი ვიყავი რომ თბილისში ვიპოვე ის ადგილი სადაც რელაქსაციას ვიღებდი.. არანაირი დრაგები... ალკოჰოლი ან ფხიზელი

)) ალბათ მიხვდებით თუ როგორ მიყვარს ელ. მუსიკა ფხიზელიც კი დავდიოდი ხოლმე.. თან არა 1 და 2 საათით

))))) ბასიანი ის ადგილია სადაც შეგიძლია უსმინო და იცეკვო.. მე ძალიან ბევრი პოსტი მაქვს მიძღვნილი ბასიანისთვის და ბასიანელებისთვის. მიყვარს მოკლედ ბასიანი.. იქ სხვა სამყაროა და მიხარია რომ ბასიანის "ბოსები" ხელს უწყობენ ქართველ დიჯეებს პოპულარიზაციაში.. ბასიანი ამიერკავაკასიის ბერგჰაიანია

)) ძალიან ბევრი სტატია იწერება ინტერნეტ სივრცეში ბასიანზე. საქართველოში ადამიანების 50 % რომ აკეთებდეს თავის საქმეს (არა მარტო საკუტარი თავისთვის თან) ისეთი დიდი სიყვარულით, როგორც ბასიანის დამფუძნებლები მუშაობენ ბევრად განვითარებული და წარმატებული ქვეყნის მოქალაქეები ვიქნებოდით

))) მე მიყვარს ბასიანი, მიყვარს ნაჯა ორაშვილიც, ძალიან კარგი გოგონაა და საინტერესო ტვინის პატრონიც და ყოველთვის ვიტყვი ჩემს სიტყვას.. ადამიანი რომელიც ცუდად საუბრობს ბასიანზე, იმას ან არ ესმის ბასიანის არსი, ან "გაშავებულია" ან უბრალოდ ბოროტული ზრახვები აქვს

არავის ვედავები. ვისაც არ მოგწონთ ნუ ივლით

ისედაც საკმარისზე მეტი მსმენელი ჰყავს ბასიანს და არა მარტო საქართველოდან.
კრიტერიუმები თავისთვის აქვთ. არავინ გეტყვის თუ რატომ არ შეგიშვეს .. მე ვიდრე ვერიფიკაციას მივიღებდი, არცერთხელ არ მქონია პრობლემა შესვლაზე. ყველა კაპიშონით და შავებში ჩაცმული არ დადის. ტყუილია ეგ

)) და კიდევ .. რაც შეეხება მასას.. თუ ადამიანის "დაკერვა" უნდა ვინმეს ან "აგდება" არაფერ შუაშია ბასიანი . ის ბასიანზეც მასე იქნება და ბერგჰაინშიც .. მოდიან გასაცნობად, ალკოჰოლზეც გპატიჟებენ მაგრამ ეს შენზეა დამოკიდებული თუ გინდა თუ არ გინდა.. შეგიძლია ზრდილობიანად აარიდო თავი და მანდ მთავრდება.. დამერწმუნეთ თუ ბასიანს პატივს სცემს ის "მოსული" ბოდიშსაც მოგიხდით.. ბასიანზე უყვართ ერთმანეთი ადამიანებს და უარყოფითი სახეები არ დამინახავს არასდროს.