გამარჯობა, ესეიგი რა ხდება ვისაც გაქვთ რაიმე გამოცდილება გიტარის გამოწერასთან დაკავშირებით,მჭირდება რჩევა,
გიტარა ვიყიდე და მივიდა უსა2ში ამერიკაში,უსა 2 მა მომწერა ესეთი რამ.
თქვენს სახელზე , შემოსულია დიდი ზომის ტვირთი , რომელსაც არ აქვს შესაბამისი შეფუთვა,ტრანსპორტირებისას შესაძლებელია დაზიანდეს, ამიტომ კომპანია არ იღებს პასუხიმგებლობას. პროდუქციის გამოგზავნა შესაძლებელია, თქვენგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ, წერილი დაწერილი უნდა იყოს ქავთარაძის სათაო ოფისში , წერილში დაადასტურებთ , რომ დაზიანების შემთხვევაში შპს usa2georgias'თან არ გექნებათ პრეტენზია და არ მოითხოვთ ანაზღაურებას.
შეგიძლიათ ე.წ. wood crate თქვენით შეიძინოთ, შესაბამისი ზომების და გამოგვიგზავნოთ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მსგავსი მომსახურება არ გვაქვს, ჩვენ დაგეხმარებით და პროდუქციას მოვათავსებთ გადავდებთ ფანერის ყუთში და გამოგიგზავნით.
ჩვეულებრივ მუყაოს ყუთშია გიტარა,რა შანსია დაზიანების ასეთივე მდგომარეობაში რომ გამოვაგზავნინო.(უსა2 თავს იგიჟებს ხის ყუთი იყიდეო,სადღაც 50 კილოა ეგ ყუთი

),ჯექსონის პრო სერიის დინქია და ნაღდად არ მინდა რო დალეწილი ჩამოვიდეს.
უსაფრთხო შიპინგისთვის რა ვარიანტი არსებობს ,მაგალითად მყარი ქეისი რომ ვიყიდო(და რომელი მყარი ქეისი მოერგება ) ? ან სხვა რა ვარიანტი შეიძლება მოიაზრებოდეს?
This post has been edited by ivepage on 11 Dec 2016, 15:44
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)