მოკლედ მეგობრებო პირველი ორი დღის შეფასება:
დავიწყოთ ცუდით

1. ორგანიზებულობა, კერძოდ ხალხის დროზე შემოყვანა და დროზე დაწყება ყველაფრის. როცა დაგეგმილია რომ უნდა დაიწყოს 15:00 სთ-ზე რაღაც სთეიჯი, უნდა დაიწყოს 15:00 სთ-ზე და ,,გრუზინული პუნქტუალურობის" გამოვლენა არაა ზოგადად კარგი (განსაკუთრებით მაშინ როდესაც საერთაშორისო დონეზე ატარებ რაღაცას). მე ნამდვილად არ ვამბობ არაფერს Golden Stage Night-ზე მანდ არ ვიცი რა ხდებოდა, არც ვრჩებოდი და არც დავრჩები ჟანრობრივი თვალსაზრისით არ მაინტერესებს

2. საუნდი, საშინელება იყო იმ გადახურულში სადაც დეისაძემ და არამ დაუკრეს მაგალითად, ნუ შედარებით უკეთესია Main Stage მაგრამ მაინც არ არის იმ სტანდარტების რაც ამ ფესტივალს შეეფერება.
არ მაქვს ბევრი ცუდი სათქმელი და ვიღაცეებივით არ გამოვძებნი ხელოვნურად არაფერს.
ჰო კიდე კარვების ამბები არ ვიცი. დავჯავშნე და აღარ ვრჩები მეზარება. ასე რომ მანდ როგორი ორგანიზება იყო ეგეც არ ვიცი.
რაც შეეხება თვითონ კონცერტს:
პირველ დღეს ამინდის გამო (როგორც თქვეს) ქართული ბენდები mellow და ducktape გადაუშვეს სხვა დღეს (არადა როგორც ვიცი ბევრი ელოდა ამათ ამ დღეს). იმედია მართლა დაუკრავენ სხვა დღეს.
ნუ suXie კარგი იყო იმის კვალობაზე რა ამინდიც იყო, მეტს არც მოველოდი
ჩემი უსაყვარლესნი The Tiger Lilies იყო შეუდარებელი, მიუხედავად იმისა რომ უკეთეს ლაივს ველოდი ცოტათი, ალბათ ამინდის ბრალი იყო აქაც მაინც

ბორია ძაან მაგარია, დაბერდა მარა მაინც.
აი ზემფირამ კიდე ისეთები შეასრულა რაც იქ მისულ გოგ-ბიჭებს (ზემფირისტებს) ბევრი არ მოეწონათ. ანუ ,,ჰიტები" ძაან ცოტა შეასრულა. მთლიანობაში ნორმალური იყო.
აი მეორე დღეს რაც შეეხება უკვე აღვნიშვნე ეს გენიალური აკუსტიკა და საუნდი რაც სუფევდა იმ ყვითელ გადახურულ სივრცეში. სხვა რავიცი, თავი არ დაუზოგავთ მგონი არავის.
main stage-ზე ერთ ორ სიტყვას ვიტყოდი ქართულ ბენდებზე. The Mins ძალიან კარგი ბენდია მაგრამ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად სოლისტი ყავთ ან გამოსაცვლელი ან ისეთი ვეშები უნდა დაუკრან ლაივზე რასაც მისი ხმის დიაპაზონი გაქაჩავს ბოლომდე. ძალიან მაგარი ვეშები აქვთ ვაღიარებ, კარგად წერენ, სტუდიურადაც, თუმცა უკეთესი ვოკალი დახატავდა მაგ ჯგუფს. Contact მოვუსმინე Newcomers-ზე კარგი სასტავია, საკუთარ რეპერტუარს თუ მიაწვებიან უფრო მით უკეთესი იქნებიან.
Soap & Skin სასწაული რამე ყოფილა. მძიმე ცხოვრება ქონდა ეტყობა სოლისტს, ძალიან. ღრმა მუსიკასაც ქმნის რომელიც უდავოდ ღირს იმად რომ დაჯდე და მოუსმინო. თუმცა ოუფენ ეარის ფორმატი ცოტა სხვა თემაა. თუმცა მე ძალიან მომეწონა
და ბოლოს Archive!
მე ამ ჯგუფს არ ვუსმენდი და არც ვუსმენ. არც ჟანრობრივად და არც ისე. უბრალოდ ისეთი საოცარი ლაივი დადეს, ვაღიარებ რო ძაან მაგრები არიან. 2 საათი ისე გავიდა ვერ მივხვდი. ბრავო!
ხვალ რათქმაუნდა ჩემი უმთავრესი დღეა. BLS თავისთავად. გარდა ამისა, Scratch The Floor-იც დაიდება (Sid-ს Wacken-ზე უწევს გამოსვლა გამხნევება ჭირდება ბიჭებს!

) და ჩემი ბათუმელი გოგოებიც იქნებიან იქ მანამდე
ჰო ისე Golden Stage Day-ზე მაგრად მაინტერესებს Denis Jones კაი ტიპი ჩანს, საინტერესო რაღაცეებს ქმნის და მოუსმენდა კაცი ლაივზე

აბა ბედნიერი დარჩენილი 3 დღე მეგობრებო და ბევრი ლუდი რათქმაუნდა
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again