როგორ მიხარია, ეს თემა რომ აღმოვაჩინე

ვერ ვიტყვი იმას, რომ დიდი ხანია, ქვინი მიყვარს, პირიქით... ადრე, წლების წინ, მუსიკალურ ვიდეოებს რომ მოვკრავდი თვალს. სადაც ფრედი მღეროდა უცნაურ, შეუსაბამო ფერთა გამის მქონე ტანსაცმელში გამოწყობილი და სცენაზე რაღაცნაირად მოძრაობდა, ვუყურებდი და მეცინებოდა. გავიდა წლები და სულ რამოდენიმე თვის წინ, ალბათ ზაფხულში, როცა "Bohemian Rhapsody"-ს ტრეილერი გამოვიდა, მოვიხიბლე სიუჟეტით, სიმღერების ერთმანეთში არაჩვეულებრივი გადასვლით და ჩავუჯექი ქუინს, მათ სიმღერებს და რაც მთავარია, ფრედის პერსონას. მოკლედ, ამ წუთამდე აღფრთოვანებული ვარ ამ ჯგუფით, მათი სიმღერებით, ფრედის საშემსრულებლო მანერით, მისი ვოკალით, ხმის დიაპაზონით, ბრაიან მეის ჯადოქრული გიტარის ხმებით, როჯერის დრამით და დიკის ბასებით

ჩემთვის N 1 სიმღერად მაინც ბოჰემიური რაფსოდია რჩება, ზე-სიმღერაა და რამდენი 6 წუთი მომისმენია, ვინ დათვლის. შემდეგ "Somebody to love", "Under Pressure", "Killer Queen", "Don't stop me now" და ა.შ. ფრედიზე შეყვარებული ვარ უიმედოდ და ვინც იმას იტყვის, რომ ის მხოლოდ "პიდარასტი" იყო, ლამის მივახრჩო ხოლმე. ამ ბოლო პერიოდში ხშირად ვდებ ხოლმე ფბ-ზე ქუინზე სტატუსებს, ვაზიარებ სიმღერებს და სამწუხაროდ, უმეტესობა ვერ მიგებს

2 ნოემბერს, კინოს გამოსვლას მგონი ჩემზე მეტად არავინ ელოდებოდა მსოფლიოში

პირველივე დღეს, ანუ 1-ში გავვარდი კინოში ფილმის სანახავად, თუმცა არავინ წამომყვა კინოში

ხოდა ავდექი და მარტო წავედი, დიახაც

. თავიდან თითქოს მოსაწყენი იყო, მაგრამ მეორე ნახევრიდან რომ ამოიქოქა ფილმი, ლაივ ეიდმა დახურა ყველანაირად

გიჟივით ვმღეროდი სიმღერებს პერსონაჟებთან ერთად შუაგულ მე-7 რიგში

ეს იყო სასწაული ემოცია, რომელიც ეხლაც მაქვს გამოყოლილი, რომ ვიხსენებ კადრებს. ფილმი რომ მორჩა, ტიტრებსაც მუსიკა ედო და შუქი რომ აინთო, ნახევარი დარბაზი მაინც იჯდა და უყურებდა ეკრანს. ეს იყო საოცარი მუხტი, რაც იმ მომენტში დარბაზში იგრძნობოდა. ისე მინდოდა, იმ დროს ვინმე გვერდით მყოლოდა, რომ მოზღვავებული შთაბეჭდილებები გამეზიარებინა, თუმცა ... რამი მალეკზეც მინდა დავწერო ორიოდ სიტყვა: ამ ბიჭმა ძალიან მოინდომა და იყოჩაღა მაგრად. ის პროთეზირებული კბილები, მოძრაობები, ხმაც კი. "დარლინგ" ერთ მომენტში ისე თქვა, დავეჭვდი, ფრედის ხმა ხომ არ იყო თქო, ოღონდ მართლა

ყოფილა ქრონოლოგიური უზუსტობები ფილმში და ბევრს არ მოეწონა. დაიწუნეს რამი, არ გავდა ფრედისო, ბევრი რამ არ აჩვენეს ფილმშიო, არ ღირს ნახვადო და ა.შ. მე კი ძალიან მომეწონა, ის 2 გეი კოცნის სცენაც კი მომეწონა, ვოტ ტაკ

ის სხივი და ნაპერწკლები, რაც რამის თვალებში იგრძნობოდა მთელი ფილმის განმავლობაში, ალბათ არც ღირდა, ყავისფერ ლინზებს რომ დაეფარა. არვიცი...
This post has been edited by natia khuchua on 18 Nov 2018, 16:44