მოდით, ხმასთან დაკავშირებით, წინასწარი მოლოდინები რომ არ გავაჩინო, თავიდანვე გავამხელ ჩემეულ ხედვას:
1. ხმის მომხსნელები, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი ტექნოლოგიით კეთდება, არის სხვადასხვა ფასის და ხარისხის - ყველაფერი დამოკიდებულია მუსიკოსის გემოვნებაზე და გიტარის მწარმოებელი მხოლოდ სტანდარტული ზომის დაცვაზე აგებს პასუხს, რათა მუსიკოსმა თავისი გემოვნებით შეარჩიოს მისთვის სასურველი ხმის მომხსნელი და თავად დააყენოს, ან დააყენებინოს ოსტატს, ან ვინმეს, ვინც ერკვევა...
2. გიტარის ხმა დამოკიდებულია როგორც მასალასა და კონსტრუქციაზე, ასევე ხმის მომხსნელებზე, ელექტრონიკასა და ფურნიტურაზე, და ასევე - ეფექტებსა და გამაძლიერებლებზე, ხომა? ყველაფრის შეცვლა და გაუმჯობესება შეიძლება გარდა თვითონ გიტარისა - გამომდინარე აქედან, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე უბრალო ხმის მომხსნელებითა და არაპროფესიონალური ელექტრონიკითაც შესაძლებელი იყოს კარგი ხმის მიღება, ხოლო ძვირადღირებული ბრენდი ელექტრონიკის შემთხვევაში ხმას უნდა ხარისხი ემატებოდეს, ხოლო თუ ეს ასე არ ხდება, გამოდის, რომ თვითონ გიტარაშია სერიოზული ხარვეზი...
3. როგორი ხმა უნდა მოგვცეს კონკრეტულმა გიტარამ, აქ შეიძლება გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი და ამიტომ წინასწარ ვიტყვი, რომ ჩემს გიტარას არ ექნება არც გიბსონის ხმა და არც ფენდერისა, გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავებული მასალისა და კონსტრუქციისაა, და ამიტომაც, ელექტრონიკის წვალება იმ ხმის მისაღებად, რომელზეც არ არის გათვლილი კონკრეტული გიტარა, უაზრობაა... ხმის მაქსიმალურად სრულ დიაპაზონს გამოსცემს გიტარა, თუკი ის მთლიანად ლითონისაგან იქნება დამზადებული და ხარისხიანი ეკვალაიზერით მოხდება ხმის ფილტრაცია, მაგრამ ასეთ გიტარაზე არავინ დაუკრავს ტრანსვესტიტის გარდა...

ხის მასალა წარმოადგენს ფილტრს, რომელიც ახშობს ზედმეტ სიხშირეებს და ტოვებს და აძლიერებს იმ სიხშირეებს, რომელიც მის სტრუქტურას შეესაბამება...
გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩემთვის მთავარია, რომ გიტარა გამოსცემდეს კარგად გარჩევად და საკმარისი ხანგრძლიობის ხმას, რომელიც იქნება საკმარისტად ხისტიც მძიმე მუსიკისთვის და ექნება საკმარისი მარაგი აკუსტიკურ რეჟიმში დასაკრავადაც - ვერავის ვერ შევპირდები, რომ ჩემს გიტარაზე ერთი-ერთზე დაუკრავენ ლედ ზეპელინს, ან პინკ ფლოიდს! მაგრამ შემიძლია შეგპირდეთ, რომ მძიმე ჟანრებში დასაკრავად საკმაოდ გამოსადეგი იქნება როგორც პერეგრუზით, ასევე აკუსტიკაშიც...
ხმის დემონსტრირებას ვაყოვნებ მხოლოდ იმიტომ, რომ ელექტრონული სქემა, მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, გამომდინარე იქიდან, რომ ორიგინალურია, საჭიროებს დახვეწას - ჯერჯერობით არ მაკმაყოფილებს ხმის მომხსნელებს შორის პანორამულად გადართვის მახასიათებლები - სუფთა ხმაზე შუა პოზიციის ზონაში არის ხმის ვარდნა, რაც ნაკლებად შეიმჩნევა ეფექტის დროს, რადგანაც კომპრესია ათანაბრებს, მაგრამ თუკი ვერ მოხდება შუა პოზიის თანაბარ ხმაზე გამოყვანა, მაშინ პანორამულ რეგულატორს აზრი ეკარგება და ჩვეულებრივი სამპოზიციიანი ტუმბლერი უნდა დავაყენო - რაც ნამდვილად არ მინდა... ამაღამ ჩავუჯდები და ყველა სახის რეზისტორსა და კონდენსატორს სტენდზე გავტესტავ - რაღაც შედეგამდე აუცილებლად მივალ...
severussრადგანაც ეს საცდელი ვერსიაა მოდელისა, ანუ პროტოტიპებია სამომავლოდ უკვე სერიულად გამოსაშვები გიტარებისა, დროებით დავაყენე ყველაფერი სტანდარტული ზომის ჩინური ნაგავი...

სამომავლოდ, კლიენტის სურვილის მიხედვით გამოვიწერ ხოლმე ბრენდულ ფურნიტურას, ან თავადვე დავამზადებ საკუთარი კონსტუქციისას - ამაზეც ვმუშაობ...
ყველას გიხდით მადლობას შექებისათვის - როგორც კი გადავიკითხე, ეგრევე გადამიარა გადაღლამ!
