#62033559 · 24 Apr 2025, 15:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა ყველას.smile.gif ამ კლიპს ვეძებ უკვე ძალიან დიდი ხანი, თითქმის მთელი მსოფლიოს მუსიკის ძებნის საიტებზე დავწერე, არავინ ამირ იცი, ბოლოს ვიფიქრე, ხო არ მომელანდა მეთქი, მაგრამ მერე ვიპოვე--ვიღაცა კიდევ ეძებდა იგივე კლიპს, იმასაც არავინ არ უპასუხა, მე მიპასუხეს 2 ჯერ, რომ ნანახი აქვთ ეგ კლიპი, მაგრამ არ ახსოვთ ვინ არის არც სათაური არც ავტორი. აი ამ კლიპის აღწერა, იქნებ იცოდეს აქ ვინმემsmile.gif ერთი კაცი ლიფტში ჩააყენებს ასაფეთქებელ მოწყობილობას, და მერე დაინახავს, რო ამ ლიფტში ჩაჯდებიან მონაზონები, ქალები და უნდა, რომ არ აფეთქდეს ის ბომბი, ლიფტი კიდე იმ სართულს უახლოვდება, ხოდა ეს კაც როგორცმე მახსოვს თავს გაწირავს და თვითონ აფეთქდება. ეს კლიპი არის ტექნო მუსიკა, ტექსტის გარეშე იყო მემგონი, მარტო მუსიკა იყო. 90-იანი წლების ბოლოს ვნახე. ეგ მახსოვს, და კიდევ მახსოვს, მე მგონი მაშინ ტელევიზიას ერქვა- მაეტრო, თუ პირველი სტერეო, მანდაც აჩვენეს ეგ კლიპი. აი ეს მახსოვს. იქნებ მაპოვნინოთ ვინმემ ეს კლიპი. პ.ს. ხელოვნური ინტელექტით ვპოულობ ხოლმე ისეთ ფილმებს, რომელის არც სახელი მახსოვს და არც მსახიობი, სიუჯეტის მოყოლით და რამე დეტალით რამდენჯერმე ვიპოვე და კარგი გასართობია ეგრე ძებნა, მაგრამ ეს კლიპი იმანაც ვერ იპოვა.. იქნებ ვინმეს ფასიანი ვერსია აქვს ნაყიდი და იმ ფასიანმა იპოვოს.. * * *
ეს ხელოვნური ინტელექტის დაწერილია, ბოლოს ტიტრებშიც უწერია- -UDIO წერს ესეთ მუსიკებს
|