ვეცდები გადავთარგმნო სიმღერა რომელსაც მშვენიერი სიტყვები აქვს და ვეცდები ქართულად კარგაად გამოვიდეს.
ჰარი ჩაპინის სიმღერა შესრულებული Ugly Kid Joe მიერ.
ცოტა ხნის წინ დაიბადა ჩემი ბიჭი,
უპრობლემოდ, შემოვიდა ამ სამყაროში.
მაგრამ მქონდა ხარჯები, გადასახდელები, (მოკლედ, ბევრს ვმუშაობდიო)
მან ისწავლა სიარული, მე არ ვიცოდი,
მან დაიწყო ლაპარაკი, არც ეს ვიცოდი,
ლაპარაკობდა მანამდე, სანამ გავიგე,
როცა ბავშვი წამოიზარდა, შემეკითხა,
"მე გავხდები ისეთივე, როგორც შენ, მამა,
იცი რომ, გავხდები, ზუსტად როგორც შენ, მამა",
საბავშვო თამაშები, კარგად სავსე ბინა,
მაგრამ, მთვარეულ ღამეს, ჩემი ბიჭი ნაღვლობს,
შვილი- "როდის მოხვალ, დაბრუნდები სამსახურიდან?"
მამა- "არ ვიცი შვილო, შენ კარგად იცი, ვმუშაობ,
რომ მოვიცლი, ყველაფერი კარგად იქნება",
გავიდა ათი წელი, დაბადების დღეზე,
მივუტანე, ვაჩუქე, ბეისბოლის ბურთი,
"მადლობთ მამა, მაჩვენებ როგორ აწვდი ბურთს?"
ჩავჩურჩულე, "არ შემიძლია, იცი, რატომ",
"ვიცი მამა" და ღიმილით გამეცალა მე,
თავისთვის ჩაიჩურჩულა, "დაგემსგავსები".
საბავშვო თამაშები, კარგად სავსე ბინა,
მაგრამ, მთვარეულ ღამეს, ჩემი ბიჭი ნაღვლობს,
შვილი- "როდის მოხვალ, დაბრუნდები სამსახურიდან?"
მამა- "არ ვიცი შვილო, შენ კარგად იცი, ვმუშაობ,
რომ მოვიცლი, ყველაფერი კარგად იქნება",
ერთ დღეს, მოზრდილი კაცი, შემოვიდა სახლში,
"ვამაყობ შვილო შენით, ჩამოჯექი ჩემთან"
გაეცინა, "ვერა მამი, შინ ვერ დავრჩები.
მანქანა მაქვს საყიდელი, ბევრი საქმე მაქ,
გნახავ სხვა დროს, ყველაფერი კარგად იქნება"
საბავშვო თამაშები, კარგად სავსე ბინა,
მაგრამ, მთვარეულ ღამეს, ჩემი ბიჭი ნაღვლობს,
შვილი- "როდის მოხვალ, დაბრუნდები სამსახურიდან?"
მამა- "არ ვიცი შვილო, შენ კარგად იცი, ვმუშაობ,
რომ მოვიცლი, ყველაფერი კარგად იქნება",
დავბერდი, შვილი სხვა სახლში ოჯახიანა,
ვურეკავ, " მნახე, დავილაპარაკოთ. ვნაღვლობ".
მპასუხობს, ვერა მამი, ოჯახი და რამე,
გაისმა ყურმილის დაკიდების ხმა, მივხვდი,
ის გაიზარდა ზუსტად ჩემნაირი მამა.
--------------------------------------------
დავწერე რა, რითმებს არ მივაქციე ყურადღება, სადაა მაგის დრო,
მარცვლებს ვითვლიდი

, აზრი შევუნარჩუნე, მოკლედ ვიწვალე, უფრო მარცვლების თვლაში, ჩემდათავად ამაზე ხელის მომკიდებლის..............
ნუ გამომთათხავთ, მიწვალია
შუა უნდა გაიკრიფოს.@ ბიძინა ივანიშვილი.
სპორტი-სპორტსმენი, გვერდი-გვერდზე და არა
სპორცი-სპორცმენი, გვერძი-გვერძე
რუსეთთან ომი უნდა დავამთავროთ@ვინმე იუზერი GIORGELA