მოკლედ, ლენინგრადსაც და არქაივსაც(ლაითს დაიდოს, პროჭებო!) კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ოუფენ ეარზე. ზემფირაზე არცერთხელ არ ვყოფილვარ რატომღაც და ამჯერად არ გავმაზავ, თუ თბილისში ვიქნები. დდტ ულაპარაკოდ. ჩემი ნამბა ვან ჯგუფია ყველა დროის ტომ პეტისთამ ერთად(ამაზე არც ვოცნებობ)
ჯერ არჩამოსულებიდან ჩაიფი მინდა და იმედი მაქვს, ოდესმე ამიხდენენ ამ ოცნებას.
სხვა რა, უცხოურებიდან ქოლდფლეიზე და რედიოჰედზე ლაპარაკიც არ ღირს. არარეალურია.
იმეჯინ დრაგონს მინდა სასტიკად და მამფორდები.
არაა შეუძლებელი მაგათი ჩამოყვანა.
ჯეიჯეი გრეი და მოფრო დახატავდა.
პიჯეი პაუერსიც სუპერი იქნება
ასევე, ნიდთუბრის
პ.ს. არ დამცინოთ და დონ ომარი კაი იქნებოდა
* * *
ტომ პეტის კონცერტის ბილეთი ვიყიდე, ლონდონში, ჰაიდ პარკზე აქვთ კონცერტი 9 ივლისს ლუმინეერსთან ერთად. 100 დოლარი მივეცი და რაღაც მიზეზების გამო ვერ მივდივარ. ვერ ვინელებ. არაუშავს, სხვა დროს წავალ,მარა მე ახლა მინდოდა
* * *
2015 ოუფენ ეარი ყოფილა ივლისის დასაწყისში, 2016 წლისა კი ივლისის ბოლოს. იმედი ჩამესახა, რომ 2018 ასევე ივლისში იქნება და დავესწრები. თან ივნისის სე პერიოდი გამოცდების პერიოდია და სტუდენტებს არ სცალიათ ხოლმე. მე დიდი ხანია უნი დავამთავრე, ჩემზე არ ვამბობ.
This post has been edited by ტანკე on 20 Jun 2017, 21:41
მიმაგრებული სურათი