2019 წლის ნოემბერში პირველად გავეცანი თბილისის კლუბურ სცენას (თბილისის რა, ზოგადად..), და ეს იყო ხიდზე. ხოდა რამდენიმე ივენთზე დასწრების მერე ცოტა მინდა დავწერო ჩემი, როგორც ახლად დამწყების შთაბეჭდილებებზე...
ტექნოს დაახლოებით ერთ წელიწადზე მეტია რაც დავუწყე მოსმენა, მარა კლუბში არ დავდიოდი. მუსიკას ზოგადად ძაან დიდი ადგილი უკავია ჩემთვის, და პირველად რო დავიწყე ტექნოს მოსმენა, ისე მაგრა დავუჭირე მუღამი კონკრეტულ ასპექტებში, რო საერთოდ წარმოდგენაც არ შემეძლო ამხელა ძალა და სიღრმე თუ ექნებოდა ამ ჟანრს. ხოდა ნელნელა უკვე ახალ არტისტებს რო აღმოვაჩენდი, უფრო და უფრო მიღვივდებოდა ინტერესი და რაღაც ჩემი პერსონალური მელოდიაც დავიჭირე კონკრეტული არტისტების; რისი მოსმენაც განსაკუთრებით მიზიდავდა. თან ფსიქოდელიკების მიღების დროს საერთოდ სხვანაირად მესმოდა, და მერე ფხიზელზეც სხვა თვალით (ყურით

) ვუყურებდი. ხოდა, ესე ნელნელა ბოლო 6-7 თვე ისე ჩავუღრმავდი, რო ერთერთი მთავარი სიამოვნების წყარო გახდა ჩემთვის, მარა ამისდა მიუხედავად ჯერ კლუბებში მაინც არ დავდიოდი. რამე მიზეზის გამო კი არა, უბრალოდ "ვერ მოვაბი" თავი, იმიტო რო ძაან ბევრი სხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული, თან დიდი სურვილი არ გამჩენია, იმიტო რო ცეკვა ზოგადად არასდროს მიყვარდა, და მეთქი მარტო მუსიკისთვის ხო არ წავალ თქო.
ხოდა ერთ დღესაც ვარ ინტერნეტში და ვხედავ Hex-ის ივენთს 22 ნოემბერს. სასწაული ლაინაფი იყო მთლიანად, მარა SNTS რო დავინახე შანსი არაა რო არ წავიდე თქო, იმიტო რო ზოგადად ერთერთი ყველაზე მაგრა ვინც მევასებოდა ეგ იყო (ყველაზე მაგრად თუარა). ხოდა ეგ იყო პირველად რო მივედი.
მოკლედ ძალიან რო არ გამიგრძელდეს, თითონ ხიდმა, ეს ბოლო ორი თვეა, საერთოდ გადამიჭარბა ყველანაირ მოლოდინს, რაც კი გამაჩნდა.
ჯერ დავიწყოთ ლაინაფებით - რა ვთქვა არც ვიცი, 3 ჯერ ვიყავი სულ და მგონი ვინც მევასება მაგათ უმეტესობას უკვე მოვუსმინე. პროსტა არ ვიცოდი აქ ესეთი დონის არტისტები ესე ხშირად თუ ჩამოდიოდნენ და რეზიდენტებად იყვნენ. ვიცოდი რო ძალიან მაგრა მიდიოდა სცენა წინ, მარა არ მქონდა გადახედილი ივენთების ისტორიაზე და ესე მაგრა თუ იყო არ ვიცოდი... SNTS, Phase Fatale, Ancient Methods, Sarin ყველა ძაან მაგრა მევასებოდა და ყველას 1 თვის მანძილზე მოვუსმინე.
რაც შეეხება საუნდს - ესეთი სასწაული ჟღერადობა წარმოსახვაშიც კი არ მქონდა. უიდეალურესია. აი რო მეძინოს და მესიზმრებოდეს იქაც ვერ წარმოვიდგენდი ალბათ ეგეთს. მანამდე ბევრჯერ მოსმენილ ტრეკებს ისე სხვანაირად ხედავ და აფასებ რო არც ღირს შედარება. ყურსასმენებით მოსმენილი ტექნო მაკმაყოფილებდა და უდიდეს სიამოვნებას მაძლევდა, და აქ მოსმენის მერე მივხვდი რო კლუბში, კარგი საუნდ სისტემის პირობებში, სულ სხვა რაღაცასთან გაქვს შეხება.
თითონ ატმოსფეროზეც არ შეიძლება არ ვთქვა - ძალიან მაგრად არის გაკეთებული. იდეალურად ანსახიერებს ინდუსტრიულ, მძიმე, ძლიერი ქიქის მქონე - ანუ კონკრეტულად იმ მუსიკას, რაც ხიდზე იკვრება. ხალხიც იაზრებს ამ ყველაფერს და შესაბამისად უდიდესი ენერგია ტრიალებს ერთმანეთს შორის. და ყოველ მისვლაზე ისეთი მუხტი მხვდება, რო რასაც ვერ წარმოვიდგენდი ის მოხდა - ცეკვა შემაყვარა. ისეთი შეპყრობილი ვარ ხოლმე რო 3 საათი ისე გადის ვერ ვხვდები.
აქვს რათქმაუნდა თავისი ნეგატიური მხარეებიც (მაგალითად ის რომ ხელის გასანძრევი ადგილი არაა ხოლმე ზოგჯერ, და ისეთი ტიპები აი გადასვლის დროს "მიდი ჩააჭირე ბაბუუ", "ოპაა შეახურა ბებერმა"... ან რამდენიმე შევნიშნე ესეთები - თითებს რო იშვერენ ისეთ ტიპებზე ვისაც მომენტში ძალიან გახსნილი აქვს და თავისთვის, თავის სამყაროში როა და გულაობს, და ესენი უფუჭებენ, აკომპლექსებენ და ა.შ), მარა ესენი ამ ყველა პოზიტივთან შედარებით უმნიშვნელოა.
მოკლედ რავიცი, მადლობის მეტი რა მეთქმის. მართლა ყოჩაღ ხიდის ადმინისტრაციას და სტაფს. ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთეს და იმედია არ დააგდებენ ტემპს და უფრო და უფრო უკეთესობისკენ წავლენ. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი პირველი შეხება იყო უშუალოდ კლუბთან და ყოველგვარ მოლოდინს გადამიჭარბა. სერიოზულ შარში გავიჩითე იმიტო რო ძალიან ჩამითრია

ბასიანზე არ ვარ ჯერ ნამყოფი, მარა ხიდზე ისეთი ლაინაფები იყო რო პირადად ჩემთვის, საჭიროება ვერ დავინახე. ეხლა თუ მივედი 24-ში SPFDJ-ზე ეგ იქნება პირველი.
მანამდე 17-ში ხიდზე Gijensu-ზე ვაპირებ. თავიდან რო დავიწყე ახალი არტისტების აღმოჩენა, ერთერთი პირველი ვინც დამევასა ეგ იყო, და მოუთმენლად ველოდები, და ეჭვიც არ მეპარება რო სასწაული გულაობა იქნება.
რამდენი დამიწერია

მოკლედ მადლობა ხიდს, და respect!!!
This post has been edited by ƎVOLVE on 16 Jan 2020, 07:11