ისე რა უცნაურია მუსიკის აღქმადობა
ერთადერთი შეგნებულად მაშინ წავედი სფეისჰოლში როცა ნიკოლას ჯაარი ჩამოდიოდა
1 თვით ადრე ვიყიდე ბილეთები
სხვა დროს შევბოდიალდებოდი ხოლმე ბასიანზე
ამას წინათ ხიდზე მაქს კუპერი იყო
მეთქი წავალ, ორიგინს ჩემი ფავორიტია და მაგრამ მერე სხვა მძიმე ტრეკები რომ ვუსმენ ვრთავ უბრალოდ, ვეღარ ვუძლებ
აღარ წავედი
ერთი გოგო გავიცანი ხიდზე დადის, ფბ ზე აზიარებს ხოლმე ლინკებს.
დაბომბვაში რომ მოყვები იქ უფრო კეთილხმოვანი ჟღერადობაა ვიდრე მის გაზიარებულ ლინკებში
მოკლედ ჯოჯოხეთის ალეგორია წარმომიდგება ეგრევე
ის გიჟდება ისე უყვარს ხიდი
მე კიდე ამ გოგოს ადექვატურობაში მეპარება ეჭვი

იყო დრო გალერიში რომ ვათენებდი რამეს პარასკეობით და დილით რომ მივდიოდი სამსახურში
ყურებში აღარ მესმოდა ხოლმე

ახლა მგონი გალერიც განსვენებულთა კატეგორიას მიეკუთვნება და სხვებიც
ხოდა რას მოვაყოლე ამხხელა მონოლოგი
დღეს ხიდზე ღირს წასვლა? ვეზიარო ჭეშარიტებას?
marimari11