CDMАესაა ის რაზეც შენ ლაპარაკობ?

თავი XXXV
კომპიუტერული დანაშაული
მუხლი 284. კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა
1. კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანა-მატარებელზე, ელექტრო-გამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მუშაობის მოშლა გამოიწვია, _
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) იმის მიერ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ეგმ-ზე, ეგმ-ის სისტემაზე ან მათ ქსელზე, _
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
(საქართველოს 2000 წლის 5 მაისის ¹292-IIს კანონი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ¹18, მუხ.45)
(საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის ¹458-IIს კანონი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2000წ., ¹27, მუხ.83)
მუხლი 285. ეგმ-ის დამაზიანებელი პროგრამის შექმნა, გამოყენება ან გავრცელება
1. ეგმ-ის დამაზიანებელი პროგრამის შექმნა ან არსებულ პროგრამაში ცვლილების შეტანა, რაც განზრახ იწვევს ინფორმაციის არასანქციონირებულ განადგურებას, ბლოკირებას, მოდიფიცირებას ან გადაღებას ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მუშაობის მოშლას, აგრეთვე ასეთი პროგრამის ან ასეთი პროგრამის შემცველი მანქანა-მატარებლის გამოყენება ან გავრცელება, _
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, _
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
(საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის ¹458-IIს კანონი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2000წ., ¹27, მუხ.83)
მუხლი 286. ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა
1. ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ეგმ-ზე, ეგმ-ის სისტემაზე ან მათ ქსელზე, რამაც გამოიწვია ეგმ-ის კანონით დაცული ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან გადაღება ანდა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, _
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, _
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
(საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის ¹458-IIს კანონი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2000წ., ¹27, მუხ.83)