ჩინური ``ნოკია`` ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს
გაზეთი``ვერსია``, რადიო ``კომერსანტი``
ასეთი მობილურებით
``ნოკიას`` მფლობელთა 70% სარგებლობს
ჩინური “ნოკიას” მობილურ ტელეფონებს ჯანმრთელობისთვის საზიანო მავნე გამოსხივება აქვს. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ „ნოკიას” ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში, სავაჭრო სახლ “გოლეთიანის” ხელმძღვანელმა ბონდო გოლეთიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, “ნოკიას” სათაო ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ჩინურ “ნოკიას” მავნე გამოსხივება აქვს. გოლეთიანის თქმით, ჩინეთში ამ ტელეფონებს იმდენად მარტივი ტექნოლოგიით და სწრაფი ტემპით აწარმოებენ, რომ ხარისხზე საუბარი შეუძლებელია. გოლეთიანის განცხადებით, 2009 წელს საქართველოს ბაზარზე ჩინური წარმოების “ნოკიას” წილი 70 პროცენტი იყო. იმის გამო, რომ ამგვარი ტელეფონების შემოტანა კანონით არ ისჯება, “ნოკიას” სათაო ოფისმა საქართველოში მავნე გამოსხივების მქონე ტელეფონების შემოტანასთან საბრძოლველად 100 ათასი ევრო გამოყო და ბრიტანული იურიდიული ჯგუფი დაიქირავა.
ჩინური წარმოების და ზოგადად ფალსიფიცირებულმა სატელეფონო აპარატებმა გამორიცხული არ არის მომხმარებელს ონკოლოგიური პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ მომხმარებელთა ასოციაციიდან გვაცნობეს. მათი ინფორმაციით, გამოსხივების გამო ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას ნებისმიერი მობილური ტელეფონი იწვევს, მაგრამ ფალსიფიცირებული აპარატების შემთხვევაში ეს საფრთხე გაცილებით მაღალია, რაც შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებითაც დამთავრდეს. ასოციაციის ხელმძღვანელის მადონა კოიძის განცხადებით, ტელეფონების ოფიციალური მწარმოებელი კომპანიები ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტებს იცავენ, რაც მათ ტექნოლოგიურად საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ფალსიფიკატორები კი მხოლოდ რაოდენობაზე არიან ორიენტირებული და იქ ხარისხის არანაირი კონტროლი არ ხდება.
მობილური ტელეფონების იმპორტიორ „ი–მობაილში“ აცხადებენ, რომ ჩინური წარმოების „ნოკიას“ მობილური ტელეფონები ჩინეთში ქვეყანაში ორ წელზე მეტია შემოაქვთ და მისი მავნე გამოსხივების შესახებ არანაირი ინფორმაცია და გაფრთხილება არ მიუღიათ. მათივე მტკიცებით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მომხმარებელს ტელეფონის მიერ გამოწვეული გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მიემართოს. „ი–მობაილის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, მყიდველი ჩინურ „ნოკიაზე“ არჩევანს დაბალი ფასის გამო აკეთებს, რადგან მისი ღირებულება ორიგინალ - ფინური „ნოკიას“ ფასის ნახევარია.
ინფორმაციას ავრცელებს საიტი:
http://images.google.ge/imgres?imgurl=http...l%3Dru%26sa%3DGნახეთ რას ამბობს გოლეთიანი, რა საოცრება,
რუხი ტელეფონი აღარ ამართლებს და პირდაპირ ჩინელებს ეტაკნენ
This post has been edited by I-GOLDGIRL on 30 Nov 2009, 21:45