ხოდა მე კარგად თქვენ?
ანუ რა მინდოდა რომ მეთქვა,
ვცდილობ ორმ გავხდე რადიომოყვარული, ავხტი დავხტი (არაფერზე არ დავმხტარვარ) მაგრამ არაფერი არ გამოვიდა ნუ ჯერჯერობით,
რამოდენიმე თვეა ნუ სადღაც 2 თვე ვცდილობ რომ ავაწყო რადიოსადგურისთვის კვების ბლოკი, რაც საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, ჯერ იმპულსურიოოო მერე ტრანფორმატორულიოო, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ავიბენი მაგრამ ორივე ვერსია მაკმაყოფილებდა იმიტომ, რომ არც ერთის საიმში ვიყავი და არც მეორის, ჩემთვის მთავარია რომ კვება მქონდეს და თან უწყვეტი, თორე აკუმულატორი თან 100 ამპერიანი კი მაქვს ტონობით,
ერთი თუ ორმა უზერმა კი შემომთავაზა დახმარება (კომპიუტერის კვების ბლოკის გადაკეთებაში) მაგრამ ალბათ ჩემი მოუცლელობის გამო არ ან ვერ გამოვიდა მაი საქმე, ნუ ეგ ნაკლებად საინტერესოა.
რა მაინტერესებს იციით, ანუ ამხელა მონოლოგი რისთვის დავწერე
ნუთუ არ უხარიათ რადიომოყვარულებს (რათქმა უნდა მხოლოდ იმ კონტიგენტზე მაქვს საუბარი ვინც აქ ფლოსტავს) რომ ახალი მოყვარული ჩნდება არეალზე???
ნუთუ იმდენად განვითარებულია საქართველოში ეს სფერო რომ კონკურენციის ეშინიათ???
ნუთუ იმდენად დიდი ფულის შოვნის წყაროა რადიომოყვარულობა რომ არავის არ სურს ახალი მოტამაშის გამოჩენა, რომ საერთოდ სრული იგნორია ნებისმიერ თემაზე და თხოვნაზე???
კვების ბლოკი შეკვეთილი მაქვს და სულ რაღაც 200 ლარად ამიწყობენ ტრანსფორმატორზე აგებულს (არავის დისკრიმინაციას არ ვეწევი - წინა პოსტებიდან გამომდინარე) მაგრამ ეთერში გავალ მხოლოდ ტრანსივერის ყიდვის შემდეგ, იმიტომ რომ უკვ-ზე უკვე აღარ მიღირს,
არც სახმობი მაქვს იმიტომ რომ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მცხელოდა და არ მეცალა მაგ ტესტირებისთვის,
მაგრამ გავალ მარტო ყოველგვარი დახმარების გამო!!!
რადიომოაყვარულობა ჩემი ბავშობის ჰობი და ტექნიკური სიყვარული იყო მაგრამ დღეისათვის მხოლოდ იმედგაცრუებად დარჩა.
ZSU-23-4 და
4l2m რაც შეეძლოთ დამაეხმარნენ მაგრამ მათ მეტი არ შეუძლიათ, თუ არა და ღმერთი ზევიდან იყურება და ხედავს მათ სიკეთეს, შესაბამისად დგება კითხვა და მერე....???
მერე ის რომ წადი და ფული იშოვე და მერე გახდი რადიომოყვარული, მე რაც მაქვს ჩემია და 10-იც რომ მქონდეს გავყიდი და შენ არაფერში არ გაგიცვლი რააა? გაჩუქოოო???

ეგღა მაკლია გაგიცვალო??? რაში ოქროში??? ნუ ეხლა თუ 60 დან 90 ლარამდე ეღირება კიი.... აააა ტრანსივერიიი??? ჰმ ეგ ხო იცი ფულიანი ბიძიების ფუფუნებაა და იცოდე შენ ჯერ პატარა ხარ... ასე, რომ აი შენ

და რამდენიც გინდა იმდენი ითამაშეე.
სანამ ეს პრინციპი იარსებებს რადიომოყვარულებში მანამდე იცოდეთ რომ 10 მამუკა რომ მოევლინოს ამ სფეროს არაფერი არ ეშველება.
პ.ს. ზემოაღნიშნული "პოსტი" არის ჩემი ყელში ამოსული თემის და მოსაზრების გამოხატულება და მეტი არაფერი, უბრალოდ სადმე უნდა მეთქვა ან დამეწერა, ასე რომ ....
სანამ იმ დონეზე არ დავდგები რომ საკუთარი ნაყიდი ან სხვა წესით ნაშოვნი სიხშირე, ტრანსივერი, რამოდენიმე რეპიტერი და საანტენო სისტემები არ მექნება, სხვათაშორის ერთი უკვე მაქვს (სიხშირე), მანამდე მე ეთერში არც საძახისით და არც ისე არ გამოვალ. ასე, რომ კარგად ბრძანდებოდეთ.