გეთანხმები 100% - ით
ეხლა არ ვიცი მაგრამ ადრე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იყო ელექტრონიკის და რადიო მოყვარულობის წრე, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი დადიოდა,
დღესაც მახსოვს როგორ მოვიდა ჩემი ეზობლის ბავშვი და მანახა მისი აწყოფილი FM მიმღები, რომელსაც ანტენა არ ჰქონდა და თუ რადიატორთან მიიტანდი მაგრა მუშაობდა.
კითხვა: სადღაააა მსგავსი წრეები???
პასუხი: არსად!!!\
კითხვა: დაბალი ან საშუალო სოციალური დონის მოსახლე შეძლებს ტრანსივერის ყიდვას???
პასუხი: ვერა!!!
კითხვა: შეიძლება ქარხნულ ტრანსივერზე უფრო იაფად თვითნაკეთის აწყობა????
პასუხი: შეიძლება გაცილებით იაფად.
მაგალითი: პირადად მე როდესაც გავიგე თბილისელი რადიომოყვარულების პრობლემის შესახებ, რომ თბილისის გარდა ულტრა მოკლე ტალღებზე ვერ ხდებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან დაკავშირება რეპიტერისათვის სათანადო და კარგი ადგილის არ არსებობის გამო დავიწყე "ჩალიჩი" 3 ღამე მთის კენწეროებზე ვათენე და ვაღამე რათა შესაბამისი ადგილი მეპოვნა -5 გრადუსიან ყინვაში, მაგრამ შედეგი??? შედეგი ისაა, რომ როდესაც ვამოწმებდი "პრახოდს" ამა თუ იმ მთის მწვერვალიდან, რამოდენიმე ალბათ საკმაოდ ბრძენი რადიომოყვარული მადანაშაულებდა გონორით ლაპარაკში

და მეუბნებოდა შენო აქ რა გინდა საერთოდო და ვინ ხარო.
მაგალითი 2: როდესაც ვიპოვე კარგი ადგილი და მინიმალური მოთხოვნების მქონე აპარატურით გავედი ეთერში თელავსა და გორში, საერთოდ გაიპარა ხალხი და რაც მთავარია იმ ადგილზე წამოსვლის სურვილიც კი არ გამოუთქვამს არავის,
მაგალითი 3: ადგილი ნაპოვნია ყველაფერი მოგვარებულია, რჩება აპარატურის ატანა და მონტაჟი,

მაგრამ სადაა აპარატურა??? ის მაგარი ბიძიები, რომლებიც თავს იკლავდნენ და იძახდნენ, რომ აი იმ ადგილზე, რომ დაგვაყენებინონ ვაფშე მაგარი იქნება და აი ესე და ისე და ჭკუას მასწავლიდნენ მე და 90 %-ს რადიომოყვარულებისას, დღეს საერთოდ გაქრნენ

ისე, რომ ეთერშიც არ გამოდიან, და თუ გამოდიან ჩუმად ისმენენ სხვების საუბარს.
ანალიზი - საქართველოში საქმის კეთება ყველას ეზარება, მზამზარეული ყველას უნდა...
გამოსავალი - ცოტა ყურების გამობერტყვა და დაფიქრება, რა არის რადიომოყვარულობა და რითი შეიძლება ამ სფეროთი დაინტერესებული ხალხის წახალისება
თუნდაც ელემენტარული ყურადღებით, ერთანეთის დახარება და რაც მთავარია, მარტო საკუთარი ტრანსივერის დონესა და შესაძლებლობებზე ფიქრი კი არა,
არამედ ამ სფეროს განვითარებაზე ფიქრი, და იმ თითო აგურის დადება, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია.