კაი ხანია ამ თემაში არ შემომიხედია, ხო მშვიდობაა?

ასეთი რამ მაინტერესებს:
მთელი მსოფლიო, ძირითადად კი ევროპა და უსა, გადადის ახალი ტიპის რადიომაუწყებლობაზე, DAB+ ზე, (digital audio broadcasting).
ჯერჯერობით, FM-თან პარალელურ რეჯიმში მუშაობს, ანუ FM-ზე ჯერ უარს არ ამბობენ, მაგრამ აპირებენ თანდათანობით მის ჩანაცვლებას.
DAB უკვე მუშაობს შვეიცარიაში, საკმაოდ კარგი წარმატებით. იყენებს 12A - 223.936 MHz, 12C- 227.360 MHz და 12D - 229.072 MHz დიაპაზონებს.
ხმის სისუფთავით ჯობნის FM-ს. ასევე იკავებს FM-ზე მცირე სიხშირულ ზოლს, FM-ის ერთი არხი იკავებს 75 KHz-ს, DAB იკავებს 26 KHz-ს.
მოკლედ უამრავი უპირატესობა აქვს.
ხოდა რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?
არის რამე საუბრები სამომავლო გეგმებზე?