#29010040 · 1 Jan 2012, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MeGaLine
| QUOTE | | 1) სიხშირული ზოლის აპარატიული საზღვრები: |
ეს უნდა ამოიკითხო გადამცემის პასპორტში, რომელიც მწარმოებელმა დაადგინა იქ ჩატარებული ანათვლების და აზომვების შეედეგად
| QUOTE | | 2)საბაზო სადგურების ტიპი, სიმძლავრე (ვტ): |
უნდა დაწერო იმ FM რადიოგადამცემის ტიპი და გამომავალი სიმძლავრე, რომლითაც აპირებ ეთერში გასვლა
| QUOTE | | 3)სხვა რადიოსადგურების ტიპი, სიმძლავრე (ვტ): |
ეს იგივია რაც წინა კითხვაშია, ოღონდ ამას ავსებ იმ შემთხვევაში თუ იყენებ მეორე ასეთ რადიოგადამცემს და ამ მეორის მონაცემები უნდა მიუნიშნო აქ
| QUOTE | | 4)სამუშაო სიხშირული ზონის სიქანე (კჰც): |
ესეც პასპორტში წერია. როგორც წესი ეს 16 კილოჰერცია
| QUOTE | | 5)ანტენის ტიპი პოლარიზაცია: ?????????? (ანტენა ჯერ არ მიყიდია რასაც ვიყიდი ალბათ იმის მონაცემები უნდა აქ) |
რა ანტენის გამოყენებას აპირებ ამ ანტენის ტექნიკური მონაცემი უნდა მიუნიშნო. პოლარიზაცია კი ვერტიკალური უნდა იყოს
| QUOTE | | 6) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი(დბ): |
წინასწარ ხომ იცი თუ რა ანტენის გამოყეკებეას აპირებ ხოდა ეგ ანტენას უწერია პასპორტში
| QUOTE | | 7) ფიდერის ტიპი: ???????? ეს რაღაა |
ეს ის მაღალსიხშირული კაბელია, რომელიც რადიოგადამცემიდამ რადიოსიგნალს აწვდის ანტენას
| QUOTE | | 8)ფიდერის სიგრძე (მ) |
ეს კი მაღალსიხშირული კაბელის სიგრძეა გადამცემიდან ანტენამდე
| QUOTE | | 9)საბაზო სადგურის განთავსების ადგილი:????????? (აქ ალბათ ქუთაისი უნდა ჩავწერო ანუ სტუდია იგულისხმება ხო საიდანაც მაუწყებლობა იქნება.?) |
არა. უნდა მიენიშნოს არა სტუდიის, არამედ რადგიოგადამცემის მისამართი. ხოლო თუ რადიოგადამცემი სტუდიაში გაქვს დამონტაჟებული, მაშინ სტუდიის მისამართი უნდა მიუნიშნო
| QUOTE | | და ერთი კითხვა. კიდე ტრანსმიტერის გაძლიერება შეიძლება? ანუ 500 ვატიანი რო არის 1000 იანი რო გავხადო? |
ზოგ გამაძლიერებელში კი და ზოგში კი არა. ეს დამოკიდებულია ამ გამაძლიერებლის ტიპზე
| QUOTE | | ან მეორე რო ვიყიდო და ორი 500 ვატიანი რო მქონდეს და რო გავაერთიანო და 1000 იანი რო იყოს რამე ეგრე? |
კი მასე შეიძლება, ოღონდ ტექნიკურად ვერ გააერთიანებ. არამედ შეგიძლია ორი 500 ვატიანი გამაძლიერებელი დააყენო ოღონდ თითოეულს თავისი საკუთარი ანტენა უნდა ჰქონდეს
PANZERKOPF
| QUOTE | | და რატომ აგინებენ? თავის დროისთვის კარგი მიმღები იყო. ერთია რომ ჯაბახანაა, არაკომპაქტურად აწყობილი, მაგრამ ტექნიკურ მონაცემებს ეგ არანაირად არ ეხება |
მგრძნობიარობა მართლაც მაღალი აქვს, მაგრამ მგრძნობიარობის ამაღლება ნებისმიერ რადიომიმღებში შეიძლება რომ მიაღწიოს კაცმა, ხოლო მთავარი და გადამწყვეტი კი გარჩევადობაა, რომლის მიღწევაც საკმაოდ ძნელი საქმეა
--------------------
ეს ოპოზიცია არ გვივარგა, მაგრამ ხელისუფლება მასზედ უარესია
|