დიდი მადლობა.
რამოდენიმე ათეული შეკრება იყო გამართული და ძირითად საკითხად ზუსტად ერთი პატარა ოფისის საკითხის გადაწყვეტა იყო, მაგრამ ჩემს გარდა არავის აინტერესებდა ეს საკითხი. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე რადიომოყვარულთა საზოგადოებას, საკმარისი იყო თვეში 1 ლარის დადება, მაგრამ ის ერთი ლარიც დაენანათ, მათ ლაპარაკის გარდა არაფერი შეეძლოთ. უსაქმურობდნენ და მეც ყელში ამომივიდა. თუ იკრიბებოდნენ ჯიქიას თამადობით მხოლოდ დალევაზე ფიქრობდნენ. არაყზე კი ჰქონდათ ლარზე მეტი. და ამათთან საქმის დაჭერას სჯობდა იმ დროს დავლოდებოდი, როდესაც ახალი თაობა წამოვიდოდა და იქნებ ამ ახალ თაობაში გამოჩენილიყო ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც გვერდით დამიდგებოდა. ოფისისთვის გასაღებ თანხის უმეტესობას მე ვიღებდი ჩემს თავზე. მე დანარჩენებისგან მხოლოდ მცირეოდები მხარდაჭერა მჭირდებოდა, მაგრამ ჯერ არ ჩანს ის ახალი თაობა, რომელსაც პატარა ინტერესი მაინც ექნება.
სხვა რა გზაა ჯიუტად ველოდები მაგ ახალ თაობას, მანამდე კი ვაგრძელებ რადიოსამოყვარულო სამყაროში ერთ-ერთ უზრუნველყოფილ და სერიოზული გადამცემი ცენტრის მშენებლობას, საიდანაც ნებისმიერი რადიომოყვარული ნებისმიერ სიმაღლეებს შეუტევს და მსოფლიო მასშტაბით მაღალ ადგილებსაც მოიპოვებს.
* * *
გასულ შაბათ-კვირას ჩატარდა ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატი 1.8 მეგაჰერცის სიხშირის (160 მეტრის) დიაპაზონზე.
ეს შეჯიბრი არის უპრესტიჟესი რადიოსამოყვარულო სამყაროში, რადგან ამ დიაპაზონზე შორეული კავშირების ჩატარება უდიდეს სიძნელეს წარმოადგენს. ძალიან მაღალი ანძა და გრძელი ანტენა სჭირდება აქ მუშაობას. ასევე საუკეთესო მიმღებ ანტენად ითვლება ე.წ. ბევერიჯი. მის გარეშე ელემენტარული შედეგის მიღწევა ძალიან ძნელია.
ხოდა გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს ე.წ. ბევერიჯი, რომლის სიგრძე მინიმუმ უნდა ყოფილიყო 320 მეტრი ანუ ორი ტალღის სიგრძე.
მადლობა ღმერთს ქალაქგარეთ ჩემს აგარაკზე მაქვს ამის ფუფუნება რომ აქ გამეკეთებინა ეს ანტენა. შევიძინე 3 მეტრიანი ხის სარები. დავიქირავე ორი მუშა და სადღაც 25-27 ცალი ეს ხის სარი დავამონტაჟებინე 320 მეტრის სიგრძეზე.
ამ ანტენის შემავალი წინაღობა შეადგენს სადღაც 400-500 ომს და შესათახმებლად ჩემმა მეგობარმა თემურიმ 4L1TM მაღალსიხშირულ ფერიტზე ტრანსფორმატორი დაახვია და მაჩუქა. კვებისთვის ვიყიდე 75 ომიანი ტელევიზორის კაბელი სადღაც 300 მეტირ სიგრძის და ბოლოში კი 450 ომიანი წინაღობით დავამიწე.
ამ ანტენის შედეგებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ამ სიხშირზე, სადაც არის ძალიან მაღალ ატმოსფერული ხელშეშლები, ჩემს რადიომიმღებს ძალიან სუფთა მიღება ჰქონდა. მესმოდა აბსოლუტურად ყველა კონტინენტი და საკმაოდ მაღალი ხარისხითაც. მიუხედავად იმისა რომ ეს დიაპაზონი არის ე.წ. ღამის დიაპაზონი სიგნალები 3-4 ათასი კილომეტრიდან დღისითაც კი მესმოდა.
ვაღიარებ რომ რომ დაბალ სიხშირეებზე მიღებაში მართლაც საუკეთესოა ეს ანტენა
გადამცემ ანტენა გამოვიყენე ე.წ. ვერტიკალი, რომლის სიმაღლეც 40 მეტრი იყო და ამ ანტენამაც საუეთესოდ იმუშავა.
ამ შეჯბრებაში მონაწილეობისგან უდიდესი სულიერი სიამოვნება მივიღე.
სულ იმას ვფიქრობდი, რამდენ სიამოვნებას ჰკარგავენ ის რადიომოყვარულები, რომლებსაც ასეთ მასშტაბურ შეჯიბრებაში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, დროის არქონის გამო რომ მოუმზადებელი შევხვდი ამ ჩემპიონატს მე მგონი მსოფლიო ათეულში უნდა მოვხვდე და აზიაში კი პირველი ადგილი უნდა იყოს.
სამ კვირაში ამ შეჯიბრის ე.წ. მეორე ტურია. ანუ მიკროფონით.
დიდი შანსებია რომ აზიის რეკორდი მოიხსნას. ვნახოთ
My Webpage This post has been edited by 4l2m on 4 Feb 2017, 03:12