გააჩნია რას მაიმუნობ, ამის მიხედვით იქნება რეაქცია ან საერთოდ არ იქნება (თვითონაც ბევრი მაქვს ნამაიმუნარი, მაგრამ არავინ დამდგომია), ანუ გააჩნია უღირთ თუ არა შენზე რესურსების დახარჯვა და თუ უღირთ რა მასშტაბის...
მხოლოდ მიმართულების აღება ერთი პელენგატორითაც შეიძლება (მარტივ შემთხვევაში მიმართულანტენიანი უბრალო რადიომიმღები), დაახლოებითი კოორდინატების დასადგენად უკვე ტრეანგულაციაა საჭირო:
A და B წერტილებს შორის გაქვს წინასწარ დადგენილი ცნობილი მანძილი, გაქვს ჩრდილოეთის მიმართულება N და მიმართული ანტენების მობრუნების კუთხეები... ჯამში ეს ყველაფერი გაძლევს მანძილს და დაახლოებით კოორდინატებს შენგან და ჩრდილოეთთან მიმართებაში... ეს მთლად ზუსტ კოორდინატებს ვერ დაგისვამს, მაგრამ გეცოდინება რა მანძილშია და დაახლოებით საით...
უფრო ზუსტი კოორდინატებისთვის რამდენიმე ასეთი სამკუთხედია საჭირო. ამისთვის მთელ რიგ კომპლექსურ მეთოდებს მიმართავენ ხოლმე, მაგალითად, შეიძლება ერთადერთი მანქანა დადიოდეს, ერთი მიმღებით და ანტენით, წინასწარ განსაზღვრულ მანძილებზე ჩერდებოდეს, მიმართულებებს იღებდეს და ინიშნავდეს... რითაც ჯამში მიიღებ რამდენსაც გინდა იმდენ სამკუთხედს და საკმაოდ ზუსტ კოორდინატებსაც... შეიძლება რამდენიმე მობილური პელენგატორი ერთდროულად განალაგონ გარკვეული ინტერვალებით და ყველა მათგანის მონაცემები ერთმა ცენტრალურმა სადგურმა დაამუშაოს...
თუ რაციას სწრაფადვე გამორთავ და ჩართვებს შორის დიდი მანძილებით გადაადგილდები, საკმაოდ გაურთულებ საქმეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაგიჭერენ, ეს ისევ და ისევ რესურსებზეა დამოკიდებული, რესურსები კი იმაზე რამდენად უღირთ...