გამარჯობათ
სასიხარულოა, რომ თბილისს ანალოგურ-ციფრული DMR სტანდარტის რეტრანსილატორი დაემატა, დეციმეტრულ დიაპაზონზე. საინტერესოა რადიოსამოყვარულო სფეროში, შედარებით ახალი ტექნოლოგიის მოსინჯვა.
* * *
რა არის DMR - რადიოსადგური ?
( Digital mobile radio (DMR))
https://en.wikipedia.org/wiki/Digital_mobile_radio ციფრული რადიო სადგური რომელშიც გამოიყენება Time-division multiple access (TDMA)
https://en.wikipedia.org/wiki/Time-division_multiple_access პროტოკოლი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ მრავლობითი წვდომა დროის გარკვეულ პერიოდში (ანუ მულტიპლექსირება ხდება დროთი) ანუ ერთ სიხშირეზე სტანდარტულ 12.5 კილოჰერციან არხში თუ ანალოგური რადიოსადგურით ერთი სიგნალი შეგვიძლია მოვისმინოთ ან გადავცეთ, DMR სტანდარტში Tier II შესაძლებელია ერთდროულად ამ 12.5 კილოგერციან სპექტრში მივიღოთ და გადავცეთ ორი სიგნალი ერთდროულად მოკლეთ ეს ციფრული რადიოსადგურების ევოლუცია გამოიწვია სიხშირული ზოლის ვიწრო მონაკვეთში მეტი ინფორმაციის გადაცემის აუცილებლობამ, (როგორც GSM სტანდარტში) იგივე TDMA ტექნოლოგიით სხვადასხვა კომპანიებმა თავიანთი სტანდარტები დანერგეს, ICOM სტანდარტი D-star, yaesu C4FM ჰიტერამ და მოტოროლამ თავისას მიაწვნენ. საბოლოოდ რადიოსამოყვარულო კავშირგაბმულობაში გამოიკვეთა სტანდარტი DMR Tier I და შემდგომში Tier II. (უპირატესობა ანალოგურ სადგურებთან უნდა აღინიშნოს ტექსტის (სმს) გაგზავნა პოზიციის გაზიარება პერსონალური გამოძახება, ასევე გაადვილდა ინფრასტრუქტურის მაშტაბირება ანუ რეტრანსილატორების ერთობლიობაში ქსელში ჩართვა, ბევრად ადვილია მთელი საქართველოს ტერიტორიის დაფარვა ბევრი პატარა რეპიტერით ფიჭური ქსელის მსგავსად)
რადიოსამოყვარულო ციფრული რადიოკავშირისთვის საჭირო გახდა ერთიანი იდენტიფიკატორების გენერაცია, შეიქმნა საერთაშორისო რადიოსამოყვარულო ბაზა სადაც ყველა დარეგისტრირებულ რადიომოყვარულს აქვს თავისი უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. რადიოსამოყვარულო გლობალურ ქსელში კავშირებისათვის, საჭიროა დარეგისტრირდეთ რის შემდეგაც გექნებათ თქვენი საიდენტიფიკაციო ნომერი DMR ID
რეგისტრაციის საიტი
https://radioid.net/ რეგისტრაცისათვის გჭირდებათ მოქმედი რადიოსამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების ნებართვა ანუ ლიცენზია (საძახისი)
როგორ ჩავატაროთ რადიოსამოყვარულო კავშირები DMR სტანდარტში:
ან DMR Tier II სტანდარტის რადიოსადგურის მეშვეობით ასევე შესაძლებელია სმარტფონით მასში დაინსტალირებული აპლიკაციის მეშვეობით
ამისათვის საჭიროა:
1 რადიომოყვარულის ლიცენზია, ანუ სამოყვარულო რადიოსადგურის ექსპლუატაციის ნებართვა.
https://comcom.ge/ge/2 DMR ID იგივე დმრ იდენტიფიკატორი ამისათვის ვრეგისტრირდებით
https://radioid.net/ 3 რეგისტრაცია დემეერ ქსელში
https://brandmeister.network/?lang=e პირველი და მეორე საფეხური აუცილებელია როგორც რადიოსადგურის ასევე სმარტფონიდან აპლიკაციის მეშვეობით კომუნიკაციისათვის !
შემდეგ რადიოსასგურის მეშვეობით კომუნიკაციისათვის საჭიროა:
1 DMR Tier II სტანდარტის რადიოსადგური, მაგალითად ბიუჯეტური - Baofeng DM-1801 ან უკეთესია Anytone AT-D878 ესენი პორტატული რადიოსადგურებია.
თბილისში ფუნქციონირებს დმრ რეტრანსილატორი 4L7NIK
https://www.qrz.com/db/4L7NIK რადიოსადგურში გაწერთ ამ რეტრანსილატორის პარამეტრებს (პარამეტრები ბმულზეა) და ი შემთხვევაში თუ დაფარვის ზონაში იქნებით შეძლებთ ამ გაერთიანებაში არსებულ ქსელში რადიოსამოყვარულო კავშირების ჩატარებას.
2 თუ ამრეტრანსილატორით ვერ ისარგებლებთ მაშინ უნდა შეიძინოთ პატარა მინი რეტრანსილატორი ეგრედწოდებული ჰიტსპოტი მაგალითად
https://aliexpress.ru/item/1005004352795136....c8186dc9fZUpO3ვიდეო როგორ კონფიგდება
https://www.youtube.com/watch?v=jWUw_DWuLZg...omSystems%2CIncამაზე უამრავი ვიდეოა ყველა ენაზე.
სმარტფონის მეშვეობით კომუნიკაციისთვის საჭიროა:
1 ანდროიდ სმარტფონი (აიფონზეც შესაძლებელია)
ვაინსტალირებთ აპლიკაციას Droidstar
https://va2dg.ca/dl/droidstar/ამ ლინკზე არსებული აპლიკაცია თავისი ვოკოდერის ფაილით მუშაობს ამაზეც უამრავი ვიდეოა როგორ დავაინსტალიროთ და დავაკონფიგურიროთ.
https://www.youtube.com/watch?v=DMf4yAp65BI&ab_channel=Bejoyhttps://www.youtube.com/watch?v=-fumBC9sHPQ...ADIODIARY-M0FXBსაიტზე რეგისტრაციის და DMR ID მიღებისათვის შევსებული აპლიკაციის განხილვის შემდეგ (2 სამუშაო დღე) მოგენიჭებათ იდენტიფიკატორი (DMR ID) საქართველოსთვის პრეფიქსია 282 , ასევე 282 ნომერიაქ საქართველოს გლობალურ ჯგუფს.
DMR ID მიღების შემდეგ, უმჯობესია ერთი დღის შემდეგ (იდენტიფიკატორების ბაზის განახლებას 1 დღე ჭირდება) უნდა დარეგისტრირდეთ
https://brandmeister.network/?lang=en ეს არის რადიოსამოყვარულო რეტრანსილატორების და პატარა ინდივიდუალური რეტრანსილატორების რეგისტრაცია ავტორიზაციის ქსელი. სადაც 5300 რეპიტერი და 15800 ინდივიდუალური რეტრანსილატორია გაერთიანებული ქსელი მზარდია და მუდმივად ფართოვდება.
This post has been edited by zepelin on 25 Aug 2022, 15:34