ერთი რამეა საკითხავი? რატომ 5-იანი?
ამითო, ამბობდნენ მარეგულირებელში, გაიზრდებაო ნომრების რაოდენობის რესურსი...
კი მაგრამ..:
თუ მ ხ ო ლ ო დ 5-იანი დაემატება ნომერს და გახდება "ხუთასსამოცდაჩვიდმეტი, ხუთასოთხმოცდაცამეტი" და ა.შ. რომელ ნომრების დამატებაზეა საუბარი?
მაგას ჯობდა: 899 გაეხადათ 999,
858 - 558
868 - 668 და აშ.
ან იქნებ მომავალში შესაძლებელი იქნება მობილურმა ოპერატორმა აიღოს ახალი ინდექსი მაგ 999, ან 777 ?
ანდა კიდევ:
ქალაქის ნომრებს დაემატათ 2.
აზრი?
თუ მ ხ ო ლ ო დ 2-იანი ემატება წინ, ამით რა ხეირი?
ისევ იგივენაირად, არ ჯობდა 238 ყოფილიყო 338?
96 - 996
29 - 229?
ცოტა მრავალფეროვანი მაინც იქნებოდა ნომრები...
მოკლედ, დიდი აბდაუბდაა და ნორმალურ პასუხს ვერ გაიგებ მარეგულირებელისგან...